ხოჯალის გენოციდი ვენაში განიხილეს

დისკუსია სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამართეს

226883
ხოჯალის გენოციდი ვენაში განიხილეს


ავსტრია - თურქეთ - აზერბაიჯანის მეგობრობის პლატფორმის ინიციატივით და ორგანიზებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში "ხოჯალის გენოციდის" თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელზედაც 1992 წელს სომხების მხრიდან მოკლულ ხოჯალელებთან ერთად ყოფილი სომხური ტერ ორგანიზაცია ასალას მხრიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოკლული თურქი დიპლომატების სულებიც მოიგონეს.

დისკუსია შესავალი სიტყვით გახსნა თურქმა პარლამენტარმა სინან ოგანმა და თქვა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ყველაზე მეტი დანაკარგები თურქებმა განიცადეს და ამ დანაკარგების გაზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ანატოლიაში მცხოვრებმა სომხებმა, რომლებმაც ფაქტიურად უღალატეს თურქებს და რუსეთის მხარდაჭერით გათამამებულებმა ზურგში ჩასცხეს მათ.

“ასე რომ, ისტორიაში არავითარ სომხურ გენოციდს არ ჰქონია ადგილი, პირიქით მათ 1992 წლის 26 თებერვალს ისევ და ისევ რუსების დახმარებით დედაბუდიანად ამოწყვიტეს და მიწასთან გაასწორეს აზერბაიჯანული დასახლება ხოჯალი, რომლის გენოციდობა უკვე მრავალმა ქვეყანამ აღიარა“, განაცხადა სინან ოგანმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები