აზერბაიჯანელებისთვის ტრაურის და სიამაყის დღე

1990 წლის 20 იანვარს,საბჭოთა არმიამ უმოწყალოდ ამოხოცა 130-ზე მეტი უიარაღო მოქალაქე.

189792
აზერბაიჯანელებისთვის ტრაურის და სიამაყის დღე

20 იანვარი აზერბაიჯანელებისთვის როგორც ტრაურის, ისე სიამაყის დღეა.
25 წლის წინ, 1990 წლის 20 იანვარს, დილით, საბჭოთა არმიამ უმოწყალოდ ამოხოცა 130-ზე მეტი უიარაღო მოქალაქე. აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ დღეს.
მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი ტანკებით შევიდა რუსეთის არმია ბაქოში. მიზანი გახლდათ მთიან ყარაბაღში, სომხების ტანჯვის წინააღმდეგ და დამოუკიდებლობის მიზნით მოედნებზე გამოსული ათი ათასობით აზერბაიჯანელის დაშლა და დაშინება. ამით, უნდოდა საბჭოთა კავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დაშინებაც.
საბჭოთა არმიამ, რამდენიმე საათში ამოხოცა წინ დამხვედრი ყველა ადამიანი, მაგრამ ამან ვერ გატეხა აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფა.
აზერბაიჯანელმა ხალხმა მოკლული 13 ახალგაზრდა მიხაკებთან ერთად ჩაიმარხა გულში.
უფრო გაიზარდა დამოუკიდებლობისადმი წყურვილი და რწმენა შემდეგი სიტყვებით:-ერთხელ ამაღლებული დროშა არასდროს დაეცემა. იმ დღიდან დაჩქარდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ერთი წლის შემდეგ კი აზერბაიჯანმა მიაღწია დამოუკიდებლობას.
აი, ამიტომ გახლავთ 20 იანვარი აზერბაიჯანელებისთვის როგორც ტრაურის, ისე სიამაყის დღე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები