დროებით გადავადებულ იქნა სატვირთო მანქანების საწვავი ავზის დალუ

ამის შესახებ განაცხადა ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ლუთფუ ელვანმა

143488
 დროებით გადავადებულ იქნა სატვირთო მანქანების საწვავი ავზის დალუ

ირანის წამოყენებული წინადადების შედეგად, დროებით, გადავადებულ იქნა სატვირთო მანქანების საწვავი ავზის დალუქვა.
ირანის სატვირთო მანქანები, ერთხანს აღარ შექმნიან კილომეტრობით რიგებს.
ამის შესახებ განაცხადა ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ლუთფუ ელვანმა. აღნიშნა, რომ მიღებული წინადადება თვითონაც გაიზიარეს, რადგან ირანის მხარემ მოინდომა ცხოვრებაში ნაცვალგების პრინციპის გატარება, ისინი როგორც მოიმოქმედებენ თურქებიც ასე იმოქმედებენ.
ელვანმა აღნიშნა, რომ ირანის მხარეს სატვირთო მანქანების უფრო დიდი რიგები იქმნება, წინადადების ცხოვრებაში გატარება, ხელს შეუწყობს ორივე მხარის რიგების შემსუბუქებას.
ირანი, 1 დეკემბრიდან ცხოვრებაში ატარებდა თურქული სატვირთო მანქანების ავზების დალუქვას და მხოლოდ იმდენი საწვავის ჩასხმის უფლებას იძლეოდა, რამდენითაც შესძლებდნენ სახელმწიფოში შესვლას. ამის გამო, გურბულაკის სასაზღვრო კარში სატვირთო მანქანების 25 კილომეტრიანი რიგები იდგა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები