ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

204799
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

გუშინ ქალაქ სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე. წ. საზღვარს რუსული და აფხაზური ძალები დაიცავენ.

ამ შეთანხმების მიხედვით, მხარეები რომელიმე მათგანზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში იღებენ პასუხისმგებლობას მეორე მხარეს სამხედრო ძალის ჩათვლით ყველა სახის დახმარება გაუწიონ.
რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის არმიები ყველაზე გვიან ერთ წელში ერთობლივ თავდაცვის შენაერთს შექმნიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დაგმო და ხელშეკრულება რუსეთის მიერ აფახაზეთის ღია ანექსიად შეაფასა.

განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს ხელისუფლება გმობს ამ უკანონო ქმედებას და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და საერთაშორისო პრინციპების საწინააღმდეგო ამ ქმედებას სათანადო შეფასება მისცენ“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები