ჯაფერი დღეს შეხვედრებს ჩაატარებს ანკარაში

მთავარი განხილვის საკითხი იქნება ერაყის სტაბილურობა და ტერ-ორგანიზაცია IŞİD-თან ბრძოლა

181520
 ჯაფერი დღეს შეხვედრებს ჩაატარებს ანკარაში

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაფერი დღეს შეხვედრებს ჩაატარებს ანკარაში.
მთავარი განხილვის საკითხი იქნება ერაყის სტაბილურობა და ტერ-ორგანიზაცია IŞİD-თან ბრძოლა.
იბრაჰიმ ჯაფერი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის მოწვევით ჩამოდის ორ დღიან ვიზიტად ანკარაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთმა გამოკვეთა ტერორის წინააღმდეგ ერაყის ბრძოლის, დემოკრატიული კულტურის განვითარების, დამსახურებული მდგომარეობის ხელახლა დაბრუნების და ერაყელი ხალხის ნათელი მომავლისთვის მისაღწევად მხარდაჭერა.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოკვეთა, რომ ეს ვიზიტიც დადასტურება იქნება ამ მხარდაჭერის.
ასევე მოსალოდნელია ჯაფერის შეხვედრა პრეზიდენტ რ.თ. ერდოაღანთან, პრემიერ აჰმედ დავუთოღლისთან დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარესთან ჯემილ ჩიჩეკთან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები