აშურეს დღე სისხლით მორწყეს

დაიღუპა 9 კაცი

180024
აშურეს დღე სისხლით მორწყეს



შიიტური სამყარო შუამავალ მუჰამედის შვილიშვილების ჰუსეინისა და ჰასანის და მათი თანმხლები 72 კაცის ვერაგულად მოკვლის წლისთავს კვლავ სამგლოვიარო ცერემონიებით აღნიშნავენ და გუშინ მის ფარგლებში ე.წ. აშურეს დღე აღნიშნეს, ე,ი. აშურედ წოდებული საჭმელი დაურიგეს შიიტურ მრევლს და ზოგან სისხლით დასრულდა ეს აშურეს დღე.

ასე მაგალითად, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის რამდენიმე უბანში ერთდროული თავდასხმები განხორციელდა აშურეს ცერემონიების დროს და შედეგად 8 კაცი დაიღუპა, 24 დაიჭრა.

ქაზიმიეს რაიონში ნაღმის ჭურვი ესროლეს პოლიციის განყოფილებას და აქ 1 პოლიციელი მოკლეს, 7 დაჭრეს.

ჯერ ჯერობით ამ თავდასხმებზე არავინ აიღო პასუხისმგებლობა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები