ISIS-მა ქიმიური იარაღი გამოიყენა?!

ამ ინფორმაციას ვაშინგტონი არ ადასტურებს

170340
ISIS-მა ქიმიური იარაღი გამოიყენა?!



ამერიკული Associated Press-სათვის მიცემულ განცხადებაში სამმა ერაყელმა მაღალჩინოსანმა აღიარა, თოთქოსდა რადიკალისტურმა ISIS ბოევიკებმა სექტემბრის თვეში ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ორ დასახლებაში ქიმიური იარაღი, ქლორის გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც 40-მდე ერაყელი ჯარისკაცი მსუბუქად მოიწამლა და ისინი ძნელად სუნთქავდნენ რა, ამასთან ხველებაც დაეწყოთ.

ამავე ცნობით მოწამლულები მალე გამოჯანმრთელდნენ.

სექტემბრის თვეში ამ ფაქტზე წერდა ამერიკული გაზეთი Washington Post-ი, მაგრამ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ აღიქვეს.

ახლა ქურთული შეიარაღებული ფორმირებებიც ადასტურებენ ქობანიში რადიკალისტების მხრიდან ქლორის გაზის გამოყენებას.

სამხრეთ კორეაში მყოფმა აშშ-ს სახემწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მართალია ამ ინფორმაციებს სერიოზული უწოდა, მაგრამ, მისივე თქმით ხელთ არ აქვთ რადიკალისტების მხრიდან ასეთი იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები