სირიაში მსხვერპლი იზრდება

გუშინ კიდევ 64 კაცი დაიღუპა

108294
სირიაში მსხვერპლი იზრდება



სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით ესადის ძალები აგრძელებენ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ და გუშინდელ ოპერაციებს კიდევ 64 კაცი ემსხვერპლა და აქედან 24 კაცი დამასკოს გარეუბნებში, 20 კი ალეპოში დაიღუპა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “სანა“-ს ცნობით კი ქვეყნის არმიამ წარმატებული ოპერაცია განახორციელა ოპოზიციის ობიექტებზე და მრავალი ტერორისტი გაანადგურეს, ხოლო ამის პარალელურად ხელთ იგდეს მათი კუთვნილი დიდძალი არსენალი.

ამ დროს ცნობილი გახდა რომ, გოლანის მაღლობიდან გატაცებული გაეროს 44 ფიჯელი სამშვიდობო უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამოდინარე გაუტაციათ და მათი უსაფრთხო ადგილას გაყვანის შემდეგ ისინი გაუთავისუფლებიათ, რაც დადასტურებულ იქნა გაეროს მხრიდანაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები