დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტები სტამბოლში

პირველი სამედიცინო კონტროლი ჩაუტარდათ სილოპის სახელმწიფო საავადმყოფოში

89625
დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტები სტამბოლში

დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტები სტამბოლში არიან.
ერაყის ქალაქ სინჯარის მიმდებარედ, ვერტმფრენის კატასტროფაში დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტები მკურნალობის მიზნით სტამბოლში იქნენ ჩაყვანილნი.
შეგახსენებთ, რომ შვეულმფრენი, რეგიონში იმყოფებოდა IŞİD-ის თავდასხმებს გაქცეული და სინჯარის მთებში შეხიზნული იეზდებისთვის დახმარების მიწოდების მიზნით. მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
დაჭრილებს შორის იყვნენ, განვითარებული მოვლენების დაკონტროლების მიზნით შვეულმფრენში მყოფი New York Times-ის ჟურნალისტი ალისსა რუბინი და ფოტო კორესპონდენტი ედიმ ფერგუსონი.
მთავრობის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების, ჩრდილოეთ ერაყში არსებული ჯგუფის კონტროლის ქვეშ, შეყვანილ იქნენ ჰაბურის სასაზღვრო კარიდან.
დაჭრილების პირველი სამედიცინო კონტროლი ჩატარდა სილოპის სახელმწიფო საავადმყოფოში.
შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების შვეულმფრენით გადაყვანილ იქნენ სტამბოლში და სამკურნალოდ გადაიყვანეს კერძო საავადმყოფოში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები