დავუთოღლი აგრძელებს ღაზისთვის ინტენსიურ დიპლომატიურ კონტაქტებს

დავუთოღლი, ღაზის თემაზე ჩატარებულ შეკრებაზე მონაწილეობისთვის გაემგზავრა ჯიდდეს

88451
დავუთოღლი აგრძელებს ღაზისთვის ინტენსიურ დიპლომატიურ კონტაქტებს

საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ღაზის თემაზე ჩატარებულ შეკრებაზე მონაწილეობისთვის გაემგზავრა ჯიდდეს.
შეკრებას შეუერთდება პალესტინის წარმომადგენლობაც. დღის წესრიგში ჩადგება პალესტინაში სამუდამო ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, დაჭრილების მკურნალობის მსგავსი საკითხები.
პალესტინა, პრობლემების მოგვარებისთვის, განავითარებს და წარადგენს თავის წინადადებებს.
ასევე განხილულ იქნება ისრაელის პალესტინისადმი მიმართული ოკუპაციის დასრულება, პალესტინელი პატიმრების განთავისუფლება, ღაზაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმება, ისრაელის სამოსახლოების გაშენებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოს შორის პრობლემის მოწესრიგება და ა.შ.
თურქეთს შეკრებაზე წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი, რომელიც კრიზისის მოსაწესრიგებლად განაგრძობს ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
ამ მიზნით, იგი, მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან განაგრძობს მოლაპარაკებებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები