გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის საკითხი განიხილა

შეკრება უშედეგოდ დასრულდა

65619
გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-პალესტინის საკითხი განიხილა



დღეს დილით საგანგებოდ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო და განიხილეს ისრაელის ღაზაზე თავდასხმების შეწყვეტისა და მორატორიუმის საკითხები, თუმცა რაიმე დადგენილება ამ საკითხებზე არ მიუღიათ.

ეს შეკრება გაიმართა იორდანიისა და პალესტინის მოთხოვნით, მაგრამ ამერიკის ვეტოს მუქარის გამო ეს შეკრებაც უშედეგოდ დასრულდა და არც რაიმე დადგენილება და არც რაიმე რეზოლუცია არ მიუღიათ.

შეკრების დასრულების შემდეგ უბრალოდ ე.წ. პრეს რელიზი გაავრცელეს, რომელშიც გაერომ ერთის მხრივ მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა შეტაკებების გაზრდისა და სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო, ხოლო მეორეს მხრივ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის, 2012 წელს ისრაელ-პალესტინას შორის მიღებული შეთანხმების პირობების დაცვის და საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემისაკენ მოუწოდათ.

პალესტინის მუდმივმა დამკვირვებელმა გაეროში რიად მანსურმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ იმედგაცრუება გამოიწვია მათში რაიმე დადგენილების მიუღებლობამ. “ჩვენ მინიმუმ ისრაელის ქმედებების გამკიცხავი რეზოლუციის პროექტის მიღებას ველოდებოდით, მაგრამ ამერიკის მხრიდან ვეტოს გამოყენების მუქარამ უშედეგოდ დაგვასრულებინა ეს შეკრება“, განაცხადა მანსურმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები