მესუთ ბარზანიმ გუშინ შეხვედრები ჩაატარა ანკარაში
მიიღო პრეზიდენტმა აბდულლა გულმა, შემდეგ შეხვდა პრემიერ მინისტრს რ. თ. ერდოღანს.
ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერმა მესუთ ბარზანიმ გუშინ შეხვედრები ჩაატარა ანკარაში.
პირველად იგი, ჩანკაიას რეზიდენციაში მიიღო პრეზიდენტმა აბდულლა გულმა, შემდეგ მთავრობის ოფიციალურ სასახლეში შეხვდა პრემიერ მინისტრს რ. თ. ერდოღანს.
მთავრობის წყაროების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ერაყში სტაბილურობის და უსაფრთხოების აღდგენისთვის ახლი პოლიტიკური სტრატეგიის აუცილებლობა.
გამოიკვეთა ერაყში საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, საჭირო ცვლილების მიზნით პოლიტიკური პროცესის დაწესების საჭიროება.
შეხვედრაზე ასევე განიხილა კრიზისულ რეგიონებში გაჭირვებული ადამიანებისთვის თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თურქეთ-ერაყის ქურთულ მთავრობას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ისეთ სექტორებში, როგორიცაა, ეკონომიკა და ენერგეტიკა.
მესუთ ბარზანიმ შეხვედრა ჩაატარა საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლისთანაც. დღის წესრიგში ჩადგა ერაყის პოლიტიკური მოვლენები, შეფასება მიეცა ერაყში მთავრობის შექმნისადმი მიმართულ სამუშაოებს, რეგიონულ ხელისუფლებასა და თურქეთს შორის ენერგეტიკის საკითხები, ტერორის წინააღმდეგ თანამშრომლობა.