ანკარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

მიღება შერატონში გაიმართა

77951
ანკარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა



გუშინ საღამოს ანკარაში, სასტუმრო შერატონის წვეულებათა დარბაზში, საქართველოს ანკარის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა და მოწვეულთა შორის იყვნენ როგორც თურქი მაღალჩინოსნები, ასევე ანკარაში აკრედიტირებული უცხოეთის საელჩოების დიპლომატებიც. მიღებაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანკარაში, ირაკლი კოპლატაძემ, საქართველოსა და თურქეთის ძმურ ურთიერთობებზე და მის ფარგლებში სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება. “ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, თურქეთი იყო და დღეს ამ ორ სახელმწიფოს შორის ყველანაირი ურთიერთობები სტრატეგიული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა“- განაცხადა ქართველმა დიპლომატმა. თურქეთის სამთავრობო დელეგაციას მიღებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ეფკან ალა ხელმძღვანელობდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის ძმობა-მეგობრობაზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები