მილენიუმის გარიჟრაჟზე-4

მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში

2234757
მილენიუმის გარიჟრაჟზე-4

მილენიუმის გარიჟრაჟზე-4 

მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში

20 იანვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ნოემბერში, ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი ამერიკელი პრეზიდენტი 20 იანვარს იწყებს თავის მოვალეობას ფიცის დადებით. მილენიუმის პირველ მეოთხედში, პირველად 2001 წელს ჯორჯ ბუშმა, 2009 წელს ბარაკ ობამამ, 2017 წელს დონალდ ტრამპმა და 2021 წელს ჯო ბაიდენმა დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა თეთრ სახლში 20 იანვარს ფიცის დადებით. 2024 წელს არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გადაიბარა ოვალური კაბინეტის პასუხისმგებლობა 20 იანვარს.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გადავხედოთ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს 21-ე საუკუნეში. ამისთვის ისტორიას ცოტა უკან გადავახვევთ და 2005 წელს დავუბრუნდებით. 2005 წლის 21 იანვარს უკრაინის პრეზიდენტად არჩეული ვიქტორ იუშჩენკო შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოცხადებული უკრაინის მე-3 პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, არ იყო რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე პოლიტიკოსი. პრეზიდენტობამდე ერთნახევარი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი იუშჩენკო, იულია ტიმოშენკოსთან ერთად, იყო რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკით გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი. იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში პერიოდულად იყო დაძაბულობა, მაგრამ არასდროს გადაზრდილა კრიზისში. ერთი მხრივ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მცდელობის პარალელურად, ვიქტორ იუშჩენკო ცდილობდა მოსკოვის ხელისუფლებასთან დისტანციის შენარჩუნებას, თუმცა ამ პოზიციამ დროთა განმავლობაში სახალხო მხარდაჭერის დაკარგვა გამოიწვია. იუშჩენკომ 2010 წლის არჩევნები წააგო და პრეზიდენტის პოსტი გადააბარა პრორუსულად მიჩნეულ ვიქტორ იანუკოვიჩს. უკრაინა-ევროკავშირის პარტნიორობის შეთანხმების უარმყოფელი იანუკოვიჩის პოლიტიკური კარიერა კი „ნარინჯისფერ რევოლუციად“ წოდებული საპროტესტო აქციების ზეგავლენით 2014 წელს დასრულდა. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები კი იმ დროიდან მოყოლებული მუდმივ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება.

2006 წლის 25 იანვარს პალესტინაში ჩატარებულმა არჩევნებმა ერთი ეპოქის დასასრული მოიტანა. იასირ არაფატის ხანგრძლივი ლიდერობის პერიოდში პალესტინის ხალხის მთავარ წარმომადგენლად მიჩნეული მოძრაობა „ფათიჰმა“ პირველად არჩევნებში მონაწილე ჰამასთან დიდი მარცხი განიცადა. მრავალწლიანი ფათჰის დომინირების დამსრულებელი ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია გახდა პალესტინის ახალი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ ჰამასის მთავრობასთან არანაირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა. ისრაელის ამ პოზიციამ გზა გაუხსნა მრავალწლიან კონფლიქტებს.

2008 წლის 23 იანვარს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. კოსტას კარამანლისი გახდა პირველი ბერძენი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 49 წლის შემდეგ თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. კარამანლისმა ოპტიმისტური გზავნილები გააჟღერა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების დათბობის, კვიპროსის პრობლემის, ეგეოსის ზღვაში ინტერესთა კონფლიქტისა და დასავლეთ თრაკიის თურქების პოლიტიკური და დემოკრატიული უფლებების შესახებ, თუმცა გასული დროის განმავლობაში ამ სფეროებში ორივე მხარისთვის მისაღები ნაბიჯები ვერ გადაიდგა.

2013 წლის 21 იანვარს თურქეთმა დაკარგა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეცნიერი მიწისძვრების საკითხებში, პროფესორი აჰმეთ მეთე იშიქარა. ბოღაზიჩის უნივერსიტეტის კანდილის ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც მთელმა თურქეთმა გაიცნო 1999 წლის 17 აგვისტოს გოლჯუქისა და 12 ნოემბრის დუზჯეს მიწისძვრების დროს, გარდაიცვალა 72 წლის ასაკში. პროფესორმა იშიქარამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქეთში მიწისძვრის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. იგი შეხვედრებით, სატელევიზიო და რადიო პროგრამებით ცდილობდა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე მოსახლეობის ინფორმირებას მიწისძვრისთვის მზადყოფნის შესახებ.

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შესული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად. მეტსახელად „შავი მამბას“ სახელით ცნობილი და ყველა კალათბურთის მოყვარულის პატივისცემის მქონე ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში მრავალი რეკორდის მფლობელია.



მსგავსი ინფორმაციები