შემთხვევითი აღმოჩენები 51 – 2024
პარალიმპიური თამაშები
შემთხვევითი აღმოჩენები 51 – 2024
პარალიმპიური თამაშები
ჩვენ ყველამ ასე თუ ისე ვიცით ოლიმპიური თამაშების შესახებ, რომელიც ძველბერძნულ პერიოდამდე აღწევს. ოლიმპიური თამაშები, რომელიც იმ პერიოდის გამორჩეულ ჯარისკაცებს უყრიდა თავს, თავდაპირველად მხოლოდ სირბილში შეჯიბრს მოიცავდა და პირველი ასეთი შეჯიბრი ჩვ.წ.აღ-ით 776 წელს მორას კუნძულზე გამართული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა. საინტერესოა, წარსულში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმპ) ოლიმპიადის თამაშებს რადიოთი მოსმენისას ან ტელევიზორში ყურებისას რას განიცდიდნენ? ალბათ, რთული არ იქნება ამის მიხვედრა. დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა სპორტის სახეობები, რომლებშიც შშმპ იღებენ მონაწილეობას და ეს სიცოცხლისადმი ბრძოლაში დიდი მოტივაციის წყაროა. ოლიმპიური თამაშების მსგავსად პარალიმპიური თამაშებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას დედამიწის სხვადასხვა კონტინენტიდან მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ეს თამაშები შემთხვევითი აღმოჩენაა, რომელიც იდეალისტ ექიმს ეკუთვნის და რომელსაც არ სურდა, რომ ომში პარალიზებული ჯარისკაცები სიკვდილისთვის მიენებებინა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პარალიზებული ადამიანების სპორტით დაკავების პირველი ნაბიჯები გადაიდგა. 1888 წელს შეზღუდული სმენის მქონე ადამიანთათვის პირველი სპორტული კლუბები გაიხსნა და ამ კლუბებში სპორტსმენები მხოლოდ მათთვის გამართულ შეჯიბრში ჩაერთვნენ, თუმცა ამ მაგალითს გერმანიაში შშმპ-სადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია, მეტიც ამას რეაქციაც არ მოჰყოლია. დაახლოებით 50 წლის შემდეგ გერმანიაში ნაცისტების მმართველობიდან გაქცეული და ლონდონში თავშეფარებული ერთი ექიმის პროგნოზმა შშმპ-ის ცხოვრებაში ახალი ფანჯარა შეაღო.
1939 წელს ლონდონში მცხოვრები გერმანელი ექიმი ლუდვიგ გუტმანი ხერხემლის დაზიანების მკურნალობის საკითხში სპეციალისტის სახელით იყო განთქმული. გუტმანმა, ინგლისის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე ომში ტყვიისა და ნამსხვრევებისგან დაჭრილი და პარალიზებული ჯარისკაცების მკურნალობისთვის Stoke Mandeville საავადმყოფოს შენობაში ერთ-ერთი განყოფილება გახსნა. გუტმანმა, პირველ რიგში, პარალიზებული ჯარისკაცების ტკვილის გასაყუჩებლად რეგულარული წამლები პრაქტიკიდან ამოიღო, რადგანაც ამ მეთოდის მიზანი ჯარისკაცების გამოჯანმრთელება კი არა, არამედ ნაკლები ტკივილის განცდით სიკვდილი იყო. ექიმი გუტმანი დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რაიმე გამოსავლის ძიებას შეუდგა; ჯარისკაცები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ომის უარყოფით ზეგავლენას ვერ უმკლავდებოდნენ, მკურნალობის ყველა მეთოდს უარყოფდნენ. პირველ რიგში, ექიმი გუტმანი თავის დაქვემდებარებაში მყოფ ექთნებსა და პაციენტის მომვლელებს სთხოვდა, რომ მათ დიდი ხნის მწოლიარე პაციენტებისთვის მოძრაობა დაეძალებინათ და ამით ისინი ნაწოლებისგან ეხსნათ. თუმცა ამავე დროს, ამ მეთოდის მიზანი დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მოტივაციის მიცემა და მათი ცხოვრებაში ხელახლა დაბრუნება იყო. გუტმანმა იმ პაციენტებისთვის, ვინც ამ მეთოდს დაემორჩილა, შშმპ-ს ეტლიც უზრუნველყო და პაციენტების კუნთების დაუძლურების საწინააღმდეგოდ მათთვის პატარ-პატარა თამაშების პრაქტიკა შეიმუშავა. შშმპ-ს ეტლში პაციენტებისთვის განკუთვნილი თამაში თავდაპირველად მცირე მანძილზე ისრის ან შუბის სროლა ან კიდევ ბურთის ჭერა იყო. ექიმი გუტმანის ამ შემთხვევითმა აღმოჩენამ ნელ-ნელა ნაყოფი გამოიღო და ამ პატარა თამაშების დამსახურებით პარალიზებულ ჯარისკაცებს გუნება გამოუკეთდათ და მკურნალობამაც პროგრესი განიცადა. სულ მცირე ხანში ექიმი გუტმანისა და მისი გუნდის, მოძრაობისა და თამაშების პრაქტიკის მეთოდის გამოყენება სხვა საავადმყოფოებშიც დაიწყეს.
1948 წლის 29 ივლისს ლონდონში ოლიმპიური თამაშები პირველად გაიმართა. ექიმი გუტმანის შშმპ ეტლებში მყოფი სპორტსმენებისთვისაც პირველი შეჯიბრი გაიმართა და პარალიმპიური ოლიმპიადის პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ოფიციალურად პარალიმპიური ოლიმპიადები 1960 წელს რომში გამართული ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩატარდა და 23 ქვეყნიდან 400 შშმპ სპორტსმენი შეუერთდა შეჯიბრს. ამ პერიოდიდან მოყოლებული მათმა რიცხვმა მოიმატა. დღეს, OECD-ს საბაზო მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ერთი მილიარდი შშმპ-ია რეგისტრირებული და მათი ნაწილი კი საწოლსაა მიჯაჭვული, თუმცა ისინი ცხოვრების ხალისს არ ჰკარგავენ, რადგანაც პარალიმპიური ოლიმპიადები მათთვის მოტივაციის წყაროა. ამასთანავე იმ ადამიანების ხედვაც შეიცვალა, რომლებიც ტელევიზორში შშმპ-ების შეჯიბრს უყურებენ. შშმპ-ებისადმი ბავშვებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულება მკვეთრად დადებითად შეიცვალა, ასევე მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დამსაქმებლები შშმპ-ებს დიდი ფიქრისა და ჭოჭმანის გარეშე ასაქმებენ.