შემთხვევითი აღმოჩენები 50 – 2024

ჯაკუზი

2219895
შემთხვევითი აღმოჩენები 50 – 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 50 – 2024 

ჯაკუზი

სურსათი, სასმელი თუ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც პირველადი სახელით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მიუხედავად მისი ბრენდის ცვლილებისა, თავდაპირველი სახელწოდებით რჩება. ზოგიერთი მათგანი მწარმოებლის სახელითაც მოიხსენიება. სწორედ სახელის ასეთი ისტორია აქვს ჯაკუზს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას არც თუ ისე ამარტივებს, ხოლო თუ მისით სარგებლობის საშუალება მოგვეცემა, მივხვდებით თუ როგორი მოსასვენებელი მოწყობილობაა. მას არა მარტო მწარმოებლის გვარის მიხედვით დაერქვა საბრენდო სახელი, არამედ,  გავრცელების ყველა არეალში მას ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ძმები ჯაკუზები, 1900-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ემიგრირებული იტალიელი ოჯახიდან იყვნენ. მათ მიერ დაარსებული მცირე კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო სარწყავად გამოყენებული ტუმბოების წარმოებას, თუმცა მათი გვარი მსოფლიოში ცნობილი ჯაკუზის მოწყობილობამ გახადა, რომელიც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, კანდიდო ჯაკუზმა შექმნა  თავისი ავადმყოფი შვილისთვის და მოგვიანებით კი თავისი ძმისშვილებისთვის განავითარა. კანდიდო ჯაკუზის ვაჟი დაიბადა რევმატიზმის დაავადების სახეობით. ექიმებმა მათ ურჩიეს, რომ ბავშვის ტკივილების შესამცირებლად ის ხშირ-ხშირად თბილ წყალში უნდა მოეთავსებინათ და ამისთვის შესაბამისი აბაზანა შეექმნათ. კანდიდო ჯაკუზმა, თავისი 15 თვის ვაჟიშვილის ტკივილების შესამცირებლად აბაზანის კიდეებზე, პატარა ელექტრო ტუმბოს მეშვეობით პატარა მილები მიამაგრა, საიდანაც წყალი შხეფავდა.  ამ გზით წყალი მიედინებოდა რეგულარული წნევით და ბავშვის სხეულზე მასაჟის ეფექტით მის ტკივილებს ამცირებდა. კანდიდო ჯაკუზიმ, ამ ახალი დიზაინით მთელი თავისი ოჯახის გვარი საქვეყნოდ ცნობილი გახადა და ახალ აღმოჩენასაც მოაწერა ხელი.

პირველი, ვინც მიხვდა, რომ ამ საინტერესო გამოგონებას კომერციული მომავალი ჰქონდა, იყო კანდიდო ჯაკუზის ძმისშვილი, როი ჯაკუზი. როი ჯაკუზი, რომელმაც გამოცდილება შეიძინა საოჯახო კომპანიის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობით, განსაკუთრებით დაინტერესდა დიზაინის ინჟინერიით და გადაწყვიტა ბიძის გამოგონების განვითარება. 1968 წელს, „რომაული აბანო“ს სახელით ჯაკუზი გამოფენებზე წარადგინეს და შემდგომ მისი ბაზარზე გატანაც დაიწყეს. თავიდან მას გაკვირვებით შეხვდნენ, შემდგომ კი მისით დაინტერესდნენ. ახალი გამოგონება, რომელსაც ხელი მოაწერა ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელმა, პირველად გამოიყენეს საავადმყოფოების ფიზიოთერაპიულ ცენტრებში მტკივნეული დაავადებებით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. მოკლე დროში ჯაკუზმა პირველი ადგილი დაიკავა იმ  მდიდარი ამერიკელი მოქალაქეების აბაზანის პრეფერენციებში, რომლებიც აშენებდნენ ახალ სახლებს. სარეკლამო ინდუსტრიამ დიდი გავლენა იქონია ჯაკუზის გლობალურ გავრცელებაზე. რეკლამის შემქმნელები ისეთ დამაჯერებელ რეკლამას სთავაზობდნენ მომხმარებელს, რომლის მიხედვითაც  ჯაკუზი აუცილებელი იყო დასვენებისთვის, მოსასვენებლად და გასართობადაც კი. 1970-იანი წლები იქცა პერიოდად, როცა ჯაკუზი აბაზანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა.

ჯაკუზი, რომელიც მამამ პატარა შვილის ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიგონა, ზოგადად ადამიანის ანატომიაზეა მორგებული. თუმცა მისი ზომები დღეს მიანც განსხვავებულია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჯაკუზი, რომელიც ამშვიდებს კუნთებს და ხდის მათ მოქნილს რეგულარული გამოყენებისას, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების მოცილებას. შედეგად, ჯაკუზის ყველა ეს მახასიათებელი იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ გამოგონება, რომელიც აადვილებს ჩვენს ცხოვრებას, ის ამავე დროს რამდენიმე საათის განმავლობაში ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში გვეხმარება.  



მსგავსი ინფორმაციები