იმიტომ რომ 49 - 2024

საათის ნულოვანი წერტილი გრინვიჩია

2216195
იმიტომ რომ 49 - 2024

იმიტომ რომ 49 - 2024

საათის ნულოვანი წერტილი გრინვიჩია

მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ მსოფლიოში გამოყენებული სტანდარტული დროის სისტემაზე და მის ცენტრად მიჩნეული ინგლისის გრინვიჩის ობსერვატორიაზე. საათის ნულოვანი წერტილი გრინვიჩია, იმიტომ რომ...

ისტორიის მანძილზე ყველა ცივილიზაცია დროის დადგენის საკითხში სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა. ინდუსტრიამდელ პერიოდში, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა დღევანდელობის ჩვევად ქცეული სამუშაო  და მორიგეობის საათები - ასეთი ცნებები არ გამოიყენებოდა, ზენიტში მყოფი მზის მიხედვით გამოითვლებოდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა რეგიონი მზის მდებარეობის მიხედვით დღის დასაწყისსა და დასასრულს განსაზღვრავდა. მაგალითად მე-19 საუკუნემდე ლონდონის დრო პარიზის დროისგან განსხვავდებოდა, რადგან ყოველი ქალაქი თავის დროს მისი იმჟამინდელი მდებარეობის მზის პოზიციის მიხედვით ითვლიდა.

ინდუსტრიული რევოლუციისა და ორთქლიანი მატარებლების ეპოქის დადგომისთანავე, საერთაშორისო ვაჭრობა და ტრანსპორტი აჩქარდა და რეგიონების მიხედვით დროის გამოთვლა პრობლემად იქცა. ამ გაუგებრობის მოსაგვარებლად, 1884 წელს ვაშინგტონში საერთაშორისო მერიდიანის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ნულოვანი მერიდიანის დადგენა და დროის საერთაშორისო სისტემის სტანდარტიზაცია იყო. იმ დროს მსოფლიოში არსებული რუკების 70 პროცენტზე მეტი ინგლისის გრინვიჩის ობსერვატორიაზე იყო მოხსენიებული. ამის მიზეზი, იმ პერიოდის ბრიტანეთის იმპერიის მსოფლიო საზღვაო ვაჭრობასა და სახმელეთო ტერიტორიებზე ბატონობა იყო.  

გრინვიჩის ობსერვატორია ცენტრალურ როლს თამაშობს მეზღვაურთა გრძედის გამოთვლებში. მსოფლიოს მასშტაბით ბრიტანეთის გავლენიდან გამომდინარე, ეს გამოთვლები ფართოდ გამოიყენებოდა. ამის შედეგად კონფერენციაში მონაწილე 26 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართულ კენჭისყრაში გრინვიჩი, მსოფლიო საათის ნულოვან წერტილად მიიჩნიეს. ამიტომაც GMT ინიციალებით შემოკლებული გრინვიჩის დრო მსოფლიოს მასშტაბით დროის საცნობარო საათი ხდება. ეს გადაწყვეტილება, მოდერნისტული საერთაშორისო დროის სისტემის საფუძველს ქმნის და დღევანდელი დროის გამოთვლებში გლობალური სტანდარტების შესაბამისია.

გრინვიჩამდე ბევრი ქალაქი მიიჩნევდა, რომ მათი ადგილობრივი ობსერვატორია ნულოვანი ადგილი იყო. პარიზის, ბერლინის, ვაშინგტონის მსგავსი ქალაქები, დროს ამ ობსერვატორიების მიხედვით განსაზღვრავდნენ. იმ პერიოდში, როცა ოსმალური სახელმწიფო სავაჭრო გზებს განაგებდა, სტამბოლის ობსერვატორიები ქარავნებისა და ვაჭრებისათვის დროის გამოცნობის საშუალება იყო.


საკვანძო სიტყვები: #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები