იმიტომ რომ 48 - 2024
სახლში, სადაც მზე არ შედის, ექიმი შევა
იმიტომ რომ 48 - 2024
სახლში, სადაც მზე არ შედის, ექიმი შევა
მოგესალმებით. დღევანდელ პროგრამაში ვისაუბრებთ თურქულ ანდაზაზე, რომელიც საკმაოდ ცნობილია და რომელმაც სხვა ანდაზებივით ათასწლოვანი გამოცდილების შედეგად ჩვენამდე მოაღწია. სახლში, სადაც მზე არ შედის, ექიმი შევა, იმიტომ რომ...
მზის სხივი ყველა ცოცხალი არსებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. მცენარეები, ფოტოსინთეზის სახელწოდების მქონე პროცესის მეშვეობით მზის სხივს იწოვენ და თავიანთ საკვებს გამოიმუშავებენ. ეს პროცესი ატმოსფეროში ჟანგბადსაც ათავისუფლებს. ამასთანავე ის ცხოველები, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან და ისინიც, ვინც ამ ცხოველებს მიირთმევენ, ერთმანეთის სხეულებს ჯაჭვურად მზის ენერგიას გადასცემენ. ამის წყალობით მზე სამყაროში სიცოცხლის გაგრძელებაში კრიტიკულ როლს თამაშობს. მზე რომ არ იყოს, მცენარეები, შესაბამისად კი საკვები ჯაჭვის სხვა რგოლებიც არ იარსებებს. მზე მთელი ეკოსისტემის უწყვეტობაში ძირეული ენერგიის წყაროა.
მზის სინათლე ასევე პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცხადი სარგებელი D ვიტამინის გამომუშავებაა. მზის სხივი ჩვენს კანთან შეხებისას სხეულში D ვიტამინის გამომუშავებას იწვევს. ეს ვიტამინი ძვლის სიჯანსაღისთვის, მონელების სისტემისა და სხეულის ზოგადი ფუნქციონერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. D ვიტამინის ნაკლებობამ, ოსტეოპოროზის მსგავსი ძვლის დაავადებები, მონელების სისტემის დასუსტება და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მზის სხივს ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზეც დადებითი გავლენა აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმარისი რაოდენობით მზის სხივების მიღებისას სეროტონინის ჰორმონი იმატებს. ეს ჰორმონი, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს და ზოგადად უზრუნველყოფს ჩვენს ბედნიერად ყოფნის შეგრძნებას.
მზე ასევე ეფექტურია ბაქტერიებისა და მიკრობების განადგურებაში. სუფთა ჰაერი და მზის სხივი, დაავადებების გავრცელებას უშლის ხელს. განსაკუთრებით დახურულ და ბნელ სივრცეში, სინესტისა და ტენიანობის ფაქტორი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ანდაზა, „სახლში, სადაც მზე არ შედის, ექიმი შევა“, მზის სხივის ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
აქედან გამომდინარე, მზის სხივი არა მხოლოდ ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლისთვისაა საჭირო, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. მზიან ამინდებში გარეთ დროის გატარებას ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში დიდი წვლილი მიუძღვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მზის როლი ჩვენს ცხოვრებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ რესურსის ადეკვატური გამოყენება.