შემთხვევითი აღმოჩენები 45 - 2024

ელექტროკონვულსიური თერაპია

2207819
შემთხვევითი აღმოჩენები 45 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 45 - 2024

ელექტროკონვულსიური თერაპია

დაავადების განსაკურნად შეიძლება თუ არა ადამიანის ტვინში კონტროლირებადი ელექტრო ნაკადის მიწოდება? მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პაციენტები ამ მეთოდს არ ანიჭებდნენ უპირატესობას, ამ კითხვის პასუხი მაინც ერთია - „დიახ”. სამედიცინო სფეროში ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ), სასაუბრო ენაში კი ელექტროშოკური თერაპიის მეთოდი, ელექტროენერგიის გამოყენების სულ სხვანაირი მეთოდის მეშვეობით შემთხვევით აღმოაჩინეს.

1857 წელს ავსტრიაში დაბადებული იულიუს ვაგნერ იაურეგი იყო ექიმი, რომელიც განსაკუთრებულად მუშაობდა ფსიქიკური დაავადებების სხვადასხვა მეთოდით მკურნალობაზე. ავსტრიელი ექიმი ვაქცინაციის მეთოდზე ფიქრობდა. მას სჯეროდა, რომ ისეთ მსუბუქ დაავადებებს, როგორიცაა დემენცია, თავის ტვინის სეკრეციის სისტემაში გარეგანი ჩარევით მოაგვარებდა და აღმოაჩინა, რომ მალარიის ვაქცინა შეიძლება გამოეყენებინათ სიფილისით გამოწვეული დემენციის შემთხვევების სამკურნალოდ. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ყველა პრობლემას ვერ აგვარებდა, თუმცა პაციენტების გამოჯანმრთელებაში სერიოზული წვლილი შეჰქონდა. ამ აღმოჩენით ავსტრიელმა ექიმმა 1927 წელს ნობელის პრემია მოიპოვა მედიცინის დარგში, თუმცა მას მსოფლიოში სახელი გაუთქვა სრულიად სხვა სფეროში შემთხვევით აღმოჩენილი სამკურნალო მეთოდის ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოყენებამ.

1917 წელს ექიმი ვაგნერ იაურეგი ცხოველთა სასაკლაოზე მოხვდა და აქ უცნაურ ამბავს წააწყდა. სასაკლაოს პერსონალი საკმაოდ მსხვილ და ჭარბი წონის ღორებს დაკვლამდე დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის მიცემით აბრუებდა, ღორებიც დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად იმავე ადგილას გაწოლილი რჩებოდნენ. ავსტრიელი ექიმის თქმით, ის მოიცვა ფიქრმა, რომ „შეიძლება თუ არა მკურნალობის მიზნით სისტემაზე კონტროლირებადი ელექტრული დენის მიწოდება?“, და ამ მეთოდის ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში გამოყენებაზე დაფიქრდა.

ავსტრიელმა ექიმმა პირველი ცდები შიზოფრენიის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში გამოიყენა და წარმატებულ შედეგებსაც მიაღწია. პაციენტებს ტვინში კონტროლირებადი ელექტრული დენის მეთოდის ნელი გამოყენებით გამოჯანმრთელობის ნიშნები დაეტყოთ და ამგვარად სამედიცინო მეცნიერებაში „ელექტროშოკით მკურნალობის“ მეთოდი დაინერგა.

იულიუს ვაგნერ იაურეგის მიერ აღმოჩენილი ელექტროშოკით მკურნალობის მეთოდი ეფუძნება ტვინში ელექტრო დენის გავლის გზით ხელოვნური ეპილეფსიური შეტევის გამოწვევას. ამ მკურნალობისას, ელექტროენერგია პაციენტის თავზე დაახლოებით 800 მილიამპერიანი ძაბვით მაქსიმუმ 6 წამის განმავლობაში მიეწოდება, ძაბვა, როგორც წესი, მერყეობს 70-დან 120 ვოლტამდე. მკურნალობა ზოგადად კვირაში ორჯერ ან სამჯერ ტარდება და დაავადების ნიშნების გაქრობამდე გრძელდება. მკურნალობის შემდეგ პაციენტები ჩვეულებრივ აგრძელებენ პრეპარატის გამოყენებას. ელექტროშოკის მკურნალობის გვერდითი მოვლენები მეხსიერების დროებითი კარგვაა. მკურნალობის გამოყენების პირველივე დღიდან ამ მეთოდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ამიტომაც ელექტროშოკის მკურნალობის წარმატების პირველი პირობა, პაციენტის მთელი არსებით ამ მეთოდის გამოყენებაზე თანხმობაა, წინაამღდეგ შემთხვევაში შედეგები დროებითი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები