გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 45
ედირნეს თეთრი ყველი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 45 ილქერ თაშქინი
ედირნეს თეთრი ყველი
რეგისტრაციის თარიღი: 10.05.2004
თურქეთის დასავლეთ კარიბჭედ მიჩნეული ედირნე, ასევე ცნობილია ადგილობრივი წარმოების თეთრი ყველით. ედირნეს თეთრი ყველი მზადდება ცხვრის, თხის და ძროხის რძის ნარევისგან. 2004 წელს ქალაქის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე ედირნეს თეთრი ყველი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ედირნეს თეთრი ყველი მზადდება იმ ცხოველების რძისგან, რომლებიც იკვებებიან ბუნებრივი ენდემური მცენარეული საფარით, რომელსაც ქმნიან ტუნჯა, მერიჩი, არდა და ერგენე მდინარეები, სწორედ ამიტომ აქვს მას საკმაოდ უნიკალური არომატი და გემო.
ედირნეს თეთრი ყველი მოყვითალო გამონაკრთომს ჰგავს, სინამდვილეში კი თეთრი ფერისაა და აქვს კრემისებრი სტრუქტურა. ყველის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ რძე, ბუნებრივი საფუარი და ზღვის მარილი. ყველის წარმოებაში გამოყენებული რძე პირველ რიგში 65 გრადუსზე პასტერიზდება და გაცივების შემდეგ ფერმენტაციის პროცესი იწყება. ფერმენტირებული ნახევრად მოყვანილი ყველის ნაჭრებს უფრო პატარებად ანაწევრებენ და დასაწდომად პრესავენ. ყველის სირბილე და სიმაგრე პრესის ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. დაპრესილი ნაჭრები სასურველ კონსისტენციას როცა მიაღწევს ყალიბის მიხედვით ჭრიან და ზემოდან საშუალო ინტენსივობის შემცველ მარილწყალს უმატებენ და ასე 16 საათის განმავლობაში აყოვნებენ. შემდეგ მათ სპეციალურ ყუთებში ათავსებენ და ზღვის მარილს უმატებენ. ამგვარად კი 24-30 საათის განმავლობაში, შემდეგ ავსებენ 18 კილოგრამიან ქილებში. ქილების დახურვის შემდეგ მათ ჰერმეტულად ხურავენ, რათა არ შევიდეს ჰაერი და გადააქვს ცივ საწყობებში. ცივ გარემოში გადატანილი ყველი სულ მცირე 90 დღის განმავლობაში მწიფდება, რის შემდეგაც ყველი მზად არის მოხმარებისთვის.