იმიტომ რომ 45 - 2024

დეჟავუს განცდა

2206397
იმიტომ რომ 45 - 2024

იმიტომ რომ 45 - 2024

დეჟავუს განცდა

მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. დღეს ვისაუბრებთ უცნაურ და იდუმალ დეჟავუზე, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია. დეჟავუ ფრანგულიდან „ერთხელ უკვე ნანახს” ნიშნავს და მოვლენის ისეთ მარტივ ფორმას გამოხატავს, რაც მანამდე არ გადაგვხდენია, თუმცა შთაბეჭდილება გვექმნება თითქოს ეს ჩვენ ერთხელ უკვე განვიცადეთ. ეს გამოცდილება რაც არ უნდა ნაცნობი იყოს, ვხვდებით, რომ ზოგადი იმწამიერი მდგომარეობა მანამდე არასოდეს მომხდარა.

ვნახოთ რით ხასიათდება დეჟავუს მოვლენა და როგორ მუშაობს მისი მექანიზმი. მეცნიერებს სჯერათ, რომ დეჟავუ მახსოვრობის ერთგვარი არეკვლაა. ჩვენი ტვინი როცა მუდმივად ახალ მოგონებებს აგროვებს, ზოგჯერ მეხსიერების სისტემაში ხარვეზები იჩენს თავს. ეს ხარვეზები შეიძლება იყოს მიზეზი იმის აღქმისა, რომ ეს ახალი მოვლენა თითქოს მანამდე გადაგვხდენია. ჩვენი ტვინი ამ ახალ ინფორმაციას შეცდომით წარსულის გამოცდილებას უკავშირებს და ნაცნობი განცდა სწორედ აქედან იბადება.

დეჟავუს უკან მდგარი მეხსიერების თეორიები საკმაოდ უცნაურია. ამათგან ერთ-ერთი ჩვენი ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესში მოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას შორის სინქრონული შეცდომის წინა პლანზე წამოწევაა. ჩვეულებრივ, რაიმე მოვლენის მოხდენის შემთხვევაში ტვინს ეს ინფორმაცია თავიდან მოკლე მეხსიერებაში გადააქვს და შემდეგ კი მნიშვნელოვან მოვლენებს ხანგრძილვ მეხსიერებაში აყოვნებს. თუმცა დეჟავუს წამებში, ჩვენი ტვინი ამ პროცესს ახტება და ახალ ინფორმაციას პირდაპირ ხანგრძლივ მეხსიერებას უკავშირებს. ანუ, იმ წამს, პირველადაც რომ განვიცადოთ, ტვინი თითქოს წარსულში დაყოვნებული წამივით იხსენებს.

კიდევ ერთი თეორია ტვინის დროში შეცდომის თეორიაა. ამ თეორიის თანახმად, ჩვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას ორი განსხვავებული გზით. ერთი, გაცნობიერებული აღქმაა, მეორე კი უფრო სწრაფი, ავტომატური აღქმის სისტემა. თუ ამ ორ სისტემას შორის შეფერხება მოხდა, მოვლენის ნაწილი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, შეიძლება უფრო სწრაფი სისტემის მიერ დამუშავდეს, თუმცა გაცნობიერებულად უფრო გვიან შეიძლება შეინიშნოს. საერთო ჯამში, ეს პატარა შეგვიანება ჩვენ ამ წამის მანამდე არსებობას განგვაცდევინებს.

ნევროლოგიური თვალსაზრისით, დეჟავუ დაკავშირებულია ტვინის მეხსიერებასთან კავშირში მყოფ რეგიონებთან, როგორიცაა საფეთქლის წილი და ჰიპოკამპი. საფეთქლის წილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერების დამუშავებაში. ჩატარებული კვლევების თანახმად, საფეთქლის წილის ეპილეფსიის მქონე ადამიანებში დეჟავუს გამოცდილება უფრო ხშირია. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დეჟავუ შეიძლება დაკავშირებული იყოს მცირე ელექტრულ დარღვევებთან, რომლებიც წარმოიქმნება ტვინში მეხსიერების დამუშავების დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცირე ელექტრული აქტივობის ცვლილებებმა, რომლებიც ხდება ტვინის ამ რეგიონებში, შეიძლება გამოიწვიოს თითქოს უკვე მომხდარი მოვლენის აღქმა, რომელიც აქამდე არ განგვიცდია. თუმცა დეჟავუ მხოლოდ მახსოვრობის შეცდომა ან ნევროლოგიური მოვლენა არაა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მას უცნაური მხარეები აქვს. სტრესმა, დაღლილობამ და ინტენსიურმა ინფორმაციულმა დატვირთვამ დეჟავუს განცდის ალბათობა შეიძლება გაზარდოს. 


საკვანძო სიტყვები: #დეჟავუ , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები