აქტუალური თემის ანალიზი 44 - 2024

ისრაელის თავდასხმა ირანზე

2205559
აქტუალური თემის ანალიზი 44 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 44 - 2024

ისრაელის თავდასხმა ირანზე

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი

ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს წინააღმდეგ თეირანში განხორციელებული თავდასხმისა და ლიბანში ჰეზბოლას ლიდერებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ირანმა, რომლის შემაკავებელი ძალაც გამოცდას დაექვემდებარა, ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა. ახლა ისრაელმა საპასუხო დარტყმით უპასუხა ირანს. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მოსალოდნელზე ნაკლები მასშტაბის იყო, დაზიანდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რამდენიმე კრიტიკული სამხედრო ობიექტი. ახლა კი ყველას თვალი ირანისკენაა მიპყრობილი. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის შეფასებას, რომელშიც იგი წერს:

კვირის ბოლოს ისრაელმა განახორციელა საპასუხო თავდასხმა ირანზე, რომელსაც გარკვეული პერიოდია ელოდნენ. ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გამოყენებით, დაახლოებით 100-მდე F16-F15 და F35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით სამი სხვადასხვა ტალღით მოხდა თავდასხმა ირანზე. OSNİT-ის წყაროების თანახმად, პირველი კადრებით ჩანს, რომ დაზიანდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რამდენიმე კრიტიკული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების ობიექტი. ირანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თავდასხმა არ იყო იმდენად ძლიერი, რამდენადაც მოსალოდნელი იყო და შედარებით შეზღუდული ნაბიჯი იყო. აქ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ჰქონდა აშშ-ს ზეწოლას ისრაელზე და ოპერაციაში ისრაელის მხარდაჭერის არარსებობას. საბოლოოდ, ირანსა და ისრაელს შორის დაახლოებით 1500 კმ მანძილია და ისრაელის ტექნიკური შესაძლებლობები და პოტენციალი ზღუდავს შესაძლო ვარიანტებს. ასევე, აშშ-მა უარი განაცხადა ისრაელის შეთავაზებაზე ერთობლივი ოპერაციის შესახებ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, ხოლო ირანის ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაც აშშ-მა შეაჩერა. ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, ვერ მიიღო ის, რაც სურდა, შესაბამისად, მიუხედავად ირანის მკაცრი განცხადებებისა, ამ ეტაპზე პასუხი მოსალოდნელი არ არის. ეს ფაქტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ამცირებს სახელმწიფოთაშორისი დიდი ომის ალბათობას. თუმცა, ისრაელი ოკუპაციას როგორც ღაზაში, ასევე სამხრეთ ლიბანში და სამოქალაქოების ხოცვას აგრძელებს. ჰამასი და ჰეზბოლა კი პარტიზანული, ასიმეტრიული წინააღმდეგობით მძიმე დანაკარგებს აყენებენ ისრაელის არმიას. ისრაელისთვის არსებული სიტუაციის შენარჩუნება ასეთი მძიმე დანაკარგებით არ ჩანს ადვილი. ასევე, პალესტინელი ისრაელის მოქალაქეები თვითმკვლელი თავდასხმებით თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ აფეთქებებს ისრაელში, რაც ასევე ღლის ისრაელს.

როგორც ჩანს, ნეთანიაჰუ და ომის კაბინეტი ელოდებიან ტრამპის შესაძლო პერიოდს. მოსალოდნელია, რომ აშშ ტრამპის ხელმძღვანელობით უფრო აგრესიულად დაუჭერს მხარს ისრაელს, თუმცა პირდაპირი ჩართვა ირანთან ომში მოსალოდნელი არ არის. ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია არ ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, და გაურკვეველია, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, რომელიც ამჟამად სიონისტებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით არჩევნებში უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, თუ პრეზიდენტი გახდება. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

 



მსგავსი ინფორმაციები