შემთხვევითი აღმოჩენები 44 - 2024
დინამიტი
შემთხვევითი აღმოჩენები 44 - 2024
დინამიტი
ნობელის პრემიის მიღება ყველა მეცნიერის ოცნებაა. მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში მინიჭებული ეს საერთაშორისო საპატიო ჯილდო თავის თავში მოიცავს შემთხვევით აღმოჩენებსა და ამით გამოწვეული სინანულის ისტორიებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებმა თავიანთი ნაშრომებით ჩვენს ცივილიზაციაში წვლილი შეიტანეს, ცნობილი შვედი მეცნიერისა და გამომგონებლის ალფრედ ბერნჰარდ ნობელის შეკითხვა „მომავალში ადამიანები მე როგორ გამიხსენებენ?“ მის ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს.
ალფრედ ნობელი 1833 წელს შვედეთში, დედის მხრიდან საკმაოდ ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი იმანუელ ნობელი, სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი ბიზნესმენი გახლდათ. ის შვილის დაბადების წელს გაკოტრდა და მევალეებისგან თავის დასაღწევად, რუსეთში, პეტერბურგში გაიქცა. აქ იმანუელ ნობელი მეფის ჯარისთვის იარაღების დამზადებით გამდიდრდა, შემდეგ კი ოჯახიც თან წაიყვანა. ალფრედ ნობელმა და მისმა დედმამიშვილებმა კერძო მასწავლებლებთან განათლების მიღება რუსეთშიც გააგრძელეს და ალფრედმა რამდენიმე ენაც შეისწავლა, თუმცა მას ყველაზე მეტად სამეცნიერო კვლევები და ქიმია იზიდავდა. 1850 წელს ქიმიაში განათლების მისაღებად ალფრედ ნობელი პარიზში წავიდა და იქ მან ნიტროგლიცერინის გამომგონებელი იტალიელი მეცნიერი ასკანიო სობრერო გაიცნო. სობრეროს აღმოჩენა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რომელიც ყოველი შეხებისას აფეთქების რისკს შეიცავდა და ამის გამო მისი მოხმარება შეზღუდული იყო. თავის სამშობლოში დაბრუნებულმა ალფრედ ნობელმა კვლევები ნიტროგლიცერინისკენ მიმართა. მისი მიზანი ამ თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერების თავისი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მსგავსს სამრეწველო საქმიანობაში გამოსაყენებელ უსაფრთხო პროდუქტად გარდაქმნა იყო, მაგრამ ის ძლივს გადაურჩა დიდ აფეთქებას, რომელშიც მისი 2 კოლეგა დაიღუპა.
ნობელმა, მომხდარის მიუხედავად კვლევები შეუწყვეტლად განაგრძო, თუმცა ახალი გამოგონებისთვის შემთხვევითი მოვლენის განხორციელება იყო საჭირო. ერთ დღეს შვედი მეცნიერი თავის ლაბორატორიაში კვლევას ატარებდა და შემთხვევით მაგიდაზე მოთავსებულ ნიტროგლიცერინით სავსე ტუბს დაეჯახა. ტუბი მაგიდის კუთხეში მდებარე შვედური წვრილი ქვიშით სავსე ვედროში ჩავარდა, თუმცა არ აფეთქდა. ნობელი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ თხევადი ასაფეთქებელი ქვიშასთან შერევით ბალანსდება. შვედმა მეცნიერმა აღარ დააყოვნა, ასაფეთქებელი ნივთიერება ქვიშიან თიხასა და ცელულოზას შეურია, ცომის კონსისტენციამდე მიიყვანა და წვერში აალებადი ფითილი დაუმატა. 1886 წელს ალფრედ ნობელმა გამოგონება დააპატანტა და მას „დინამიტი” უწოდა.
ახალი ასაფეთქებელი პირველად შევედეთში მატარებლის გზების მშენებლობაში პატარა გვირაბი გასახსნელად გამოიყენეს და საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დინამიტმა კი საერთაშორისო აღიარება ალპების მთების გადაკვეთით მიიღო. იტალიის ქალაქ ტორინოსა და საფრანგეთის ქალაქ მოდანის დამაკავშირებელი რკინიგზისთვის 13 კმ.იანი მონტ გენის გვირაბის გაყვანამ დინამიტის შეკვრის გამოყენებით უსაფრთხოდ ჩაიარა და საქმის ხანგრძლივობის დრო შემცირდა. ბევრი წლის განმავლობაში დინამიტს სახმელეთო და სარკინიგზო გვირაბების გასაყვანად, წიაღისეულის საბადოების გასაფართოებლად და დიდი მშენებლობების მსგავსს სხვადასხვა სამუშაოებში იყენებდნენ, თუმცა დინამიტის აღმოჩენისთვის ომის ინდრუსტრიასაც დიდი დრო არ დასჭირვებია. დინამიტი იქცა ასაფეთქებლად, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამან კი ალფრედ ნობელში დიდი სინანული გამოიწვია. 1888 წელს გაზეთში შეცდომით გამოქვეყნებულმა სტატიამ დღეს სამეცნიერო სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - ნობელის პრემიას გაუღო კარი.
1888 წელს ალფრედ ნობელის ძმა ლუდვიგი გარდაიცვალა და ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „სიკვდილის დილერი მოკვდა”. თუმცა გაზეთი ალფრედ ნობელს გულისხმობდა. მართალია შეცდომით, მაგრამ მაინც ასეთი ფორმით მოხსენიებამ შვედი გამომგონებლი შეაწუხა და თავის თავს ამ კითხვის დასმა დაუწყო: „მომავალში ადამიანები როგორ გამიხსენებენ?“. მან გამოსავალი ნახა და მემკვიდრეობის განსაკარგად ნობელის ფონდი დააარსა. ალფრედ ნობელმა ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც, ყოველ წელს გამომუშავებული შემოსავლით „კაცობრიობისათვის სასარგებლო კვლევები“სთვის მეცნიერები დაჯილდოვდებოდნენ. შვედი მეცნიერი 1896 წელს გარდაიცვალა. მისის სახელობის ფონდი კი შვედეთის სამეფოს სამეცნიერო აკადემიასთან თანამშრომლობით 5 სხვადასხვა სფეროში მრავალი წელია ნობელის პრემიებს გასცემს.