გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 44
კაისერის ბუნიანის ხალიჩა
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 44
ილქერ თაშქინი
კაისერის ბუნიანის ხალიჩა
რეგისტრაციის თარიღი: 01.09.1996
თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ისტორიული ქალაქის, კაისერის ბუნიანის რაიონმა სახელი გაითქვა მსოფლიოში ხელნაკეთი ხალიჩებით. ბუნიანის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე, 1996 წლის, ბუნიანის ხალიჩა, შეტანილ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქტების სიაში. ხალიჩები გამოირჩევა ოსტატობის მოთხოვნადი ხელნაკეთობით, ნატიფი და დახვეწილი ნახატებით, მაღალი ხარისხის ძაფებით და ჰარმონიული დიზაინებით, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის ხალიჩების სექტორში.
რაიონში, სადაც თითქმის ყველა სახლში არის საქსოვი დაზგა, ნაწარმოები ხალიჩის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრში არის მინიმუმ 25 კვანძი. უახლოეს წარსულამდე, ბუნებრივი საღებავებით შეღებილი ძაფებით ნაქსოვი 6 კვადრატული მეტრის ხალიჩა არის დაახლოებით ერთთვიანი შრომის შედეგი.
ბუნიანის ხალიჩის ფონი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის კიდეებისა და სვეტების არე, ხოლო მეორე ნაწილი არის შიდა სივრცე. ბუნიანის ხალიჩა მორთულია ტრადიციული მოტივებით, რომლებსაც ეწოდება „ნატიფი ყვავილი ხორბლით, ყურძნით, მბრუნავი და წამწამებიანი“, ხოლო ქსოვის დროს უპირატესობა ენიჭება ერთმანეთთან შეხამებულ ღია ტონებს.
ბუნიანში ბევრი ოჯახი ირჩენს თავს ხალიჩების ქსოვით, ხოლო საზღვარგარეთ გაყიდვების შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის მნიშვნელოვანი ოდენობის უცხოური ვალუტა.