იმიტომ რომ 44 - 2024

თუ ერების არსებობას საფრთხე არ ემუქრება, ომი მკვლელობაა

2203829
იმიტომ რომ 44 - 2024

იმიტომ რომ 44 - 2024

თუ ერების არსებობას საფრთხე არ ემუქრება, ომი მკვლელობაა

 

მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ადამიანის ყველაზე დიდ სათნოებაზე - მშვიდობაზე ვისაუბრებთ. მშვიდობა სამშობლოში, მშვიდობა მსოფლიოში - ეს პრინციპი თურქულ საგარეო პოლიტიკას საფუძვლად ათათურქმა დაუდო.  ამ ფრაზიდან გამომდინარე თუ ერების არსებობას საფრთხე არ ემუქრება, ომი მკვლელობაა, იმიტომ რომ…

ეს გამოთქმა ათათურქის შეხედულებას მსოფლიო მშვიდობისადმი, ადამიანის უფლებებისადმი და ომის დამანგრეველი თვისებისადმი ნათლად აჯამებს. დიდი ლიდერის ეს ფრაზა მხოლოდ ომის წინააღმდეგ მიმართული არაა, ის ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობიანი პოლიტიკის დაცვის აუცილებლობაზე ღრმა ფილოსოფიურ გაგებასაც შეიცავს. ასეთი ფრაზის წარმოთქმა ისეთი ჯარისკაცისგან, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ფრონტზე, ომებში გაატარა, განსაკუთრებით აღსანიშნია.

დიდმა ტანჯვამ და ნგრევამ, რომელიც პირადად ათათურქმა განიცადა, განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომსა და დამოუკიდებლობისთვის ომში, ღრმად იმოქმედა მის ხედვაზე ომისა და მშვიდობის ცნებებთან მიმართებაში. ათათურქმა, რომელიც ომებში გამოცდილი იყო, კარგად იცოდა ომი თუნდაც გამარჯვებული მხარისთვის როგორი დამანგრეველი იყო. განმანთავისუფლებელი ომი თურქი ერისთვის დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის უფლებების დაცვის ბრძოლა იყო. ამ თვალსაზრისით, ათათურქი ამ ომს დასაბუთებულ მიზეზებზე აფუძნებდა. თუმცა, ამ იძულებითი მდგომარეობის გარდა, ის თავდასხმით ომებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევდა.

ამ ფრაზაში ღია გზავნილი გულისხმობს იმას, რომ ომი მართლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ერის არსებობასა და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ამ გარემოების გარდა ომი მიუღებელია. ათათურქი აცხადებდა, რომ ომი უკანასკნელი გამოსავალია, რომელსაც მხოლოდ მაშინ უნდა მიმართო როდესაც ერის სიცოცხლე, თავისუფლება და დამოუკიდებლობაა დასაცავი. ამის მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებში აგრესიული სახელმწიფოების მიერ ომები უსამართლოდ ჩაღდება ძალაუფლების მოსახვეჭად. ასეთი სახის ომები, ათათურქის აზრით დანაშაულია, რადგანაც ასეთი ომები მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს ანადგურებს და მათ ღირსებას ლახავს.

ომის დამანგრეველი შედეგების გაცნობიერებას ღრმა ადგილი უკავია ათათურქის ლიდერობის გაგებაში. მე-20-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს დიდი ძალების ინტერესთა კონფლიქტის გამო ხშირად ხდებოდა ომები. ამ ომების შედეგი მილიონობით ადამიანის სიკვდილი და საზოგადოებების ეკონომიური და სოციალური ჩამორჩენა იყო. ათათურქი კარგად ხედავდა ასეთი სახის ომების უაზრობასა და ადამიანთა უსარგებლო დანაკარგებს.  ამ შორსმჭვრეტელობის შედეგად იგი ხელმძღვანელობდა ბალკანეთის პაქტის ხელმოწერას 1934 წელს, იმ მოსაზრებით, რომ გერმანიაში ნაცისტები და იტალიაში ფაშისტები ევროპას ომში ჩათრევდნენ. თურქეთმა, საბერთნეთთან, რუმინეთთან და იუგოსლავიასთან ძალთა კავშირის დამყარებით ხაზი გაუსვა მშვიდობისადმის მის რწმენას.



მსგავსი ინფორმაციები