შემთხვევით აღმოჩენები 43 - 2024

კარდიოსტიმულატორი

2202678
შემთხვევით აღმოჩენები 43 - 2024

შემთხვევით აღმოჩენები 43 - 2024

კარდიოსტიმულატორი

ამერიკელ ინჟინერ უილსონ გრეითბეთჩს პაციენტების გულისცემის სიჩქარის ჩაწერა სურდა, თუმცა ახალი გამოგონებისთვის შეცდომით სხვა ნაწილი გამოიყენა და ამით ახალ გამოგონებას დაუდო სათავე. შეცდომა სასარგებლო აღმოჩნდა, რადგანაც მისი  მეშვეობით ამერიკელმა ინჟინერმა კარდიოსტიმულატორის გამოგონებას დაუდო საფუძველი.

ჩვენს ორგანიზმში გულს ყველა სხვა ორგანოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აქვს, თუმცა გულის სულ პატარა პრობლემაც კი უყურადღებობის შემთხვევაში ადამიანის სიკვდილით შეიძლება დამთავრდეს. ამიტომაც მედიცინის სფეროში კვლევებში ჩართულ მეცნიერებისთვის პრიორიტეტი გული და ტვინია, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. პირველი პრობლემები გულში, რომელიც ადამიანისა და ცხოველისთვის „კუნთების ყველაზე მნიშვნელოვანი შეკვრაა“, არის „რიტმის დარღვევა“, რომელიც არღვევს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის საკმარის შეკუმშვას.

ამ სფეროში მეცნიერულ დონეზე პირველი ნაშრომები ეკუთვნის მეცნიერებს უილიამ ეინთჰოვენსა და ჯონ ალექსანდრ მეკვილიამს. პირველი ელექტროკარდიოგრაფია ანუ EKG-ს ჩანაწერი უილიამ ეინთჰოვენმა 1895 წელს აღმოაჩინა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის გამო 1924 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. გულის რითმის დარღვევის ცნების ავტორი ჯონ ალექსანდ მეკვილიამია; შოტლანდიელმა მეცნიერმა 1889 წელს მომაკვდინებელი არითმიის დიაგნოზი დაადგინა და აჩვენა, რომ ელექტრული ჩარევით შესაძლებელია გულის თავიდან ამუშავება.

ამ სფეროში მომუშავე ყველა მეცნიერის პირველი ცდები, როგორც ეს ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში ხდება, ცხოველებზე ტარდებოდა და ამის დამსახურებით გულის კვლევებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია, თუმცა პატარა პრობლემა ისევ რჩებოდა. მიზანი იყო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოწყობილობის გამოგონება თუმცა თუ ადამიანებს სახლში, სამსახურში და ქუჩაში ინფარქტი დაემართებოდათ საავადმყოფომდე მისვლას ვერ ასწრებდნენ და ისე იღუპებოდნენ, რომ მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობაც კი არ ეცემოდათ. ამიტომაც კვლევები გადასატანი მოწყობილობის გამოგონებისკენ წარიმართა. თუმცა იმდროინდელი ტექნოლოგიების უკმარისობამ და ამასთანავე მეორე მსოფლიო ომმა ეს კვლევები შეაჩერა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1956 წელს შემთხვევითი შეცდომა კარდიოლოგიისა და ქირურგიის სფეროში ინოვაციური აღმოჩენით დასრულდა. ამერიკელი გამომგონებელი-ინჟინერი უილსონ გრეითბეთჩი, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის მანძილზე 150-ზე მეტი დაპატენტებული გამოგონება შექმნა, გულისცემის სიჩქარის გამზომ მოწყობილობაზე მუშაობდა, თუმცა თავის ახალ გამოგონებაში არასწორი ტრანზისტორი დააყენა. შედეგად გრეითბეთჩის მოწყობილობამ, გულისცემის რითმის ჩაწერის ნაცვლად გულისცემის მსგავსი ელექტრო იმპულსების გამეორება დაიწყო. ამერიკელმა გამომგონებელმა, ეს გამოგონება ქირურგ მეგობარს უილიამ ჩარდაქს აჩვენა. ორმა მეცნიერმა მოწყობილობის შექმნა ერთად დაასრულა და 1960 წელს ადამიანის გულისცემა გააკონტროლეს. ამავე პერიოდში შვედმა მეცნიერებმა რუნე ელმკვისტმა და აკე სენინგმა მსგავსი მოწყობილობა შექმნეს, პირველი კარდიოსტიმულატორი ღია ქირურგიული მეთოდით პაციენტის სხეულში მავთულებით მოათავსეს და ასე აამუშავეს.

ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური განვითარების გავლენით ხელოვნური კარდიოსტიმულატორები კომპიუტერის ქეისის ზომიდან ხელისგულისოდენა ზომამდე შემცირდა. მედიცინის სფეროში ეს ტექნოლოგიური მიღწევა ინფარქტის შემთხვევაში საჭირო სტიმულაციით ან შოკირებით მყისიერი ფატალური მდგომარეობის განვითარების გარეშე პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ბოლო წლებში ამ სფეროში ჩატარებული კვლევები უფრო და უფრო იზრდება, უკაბელო და აბის ზომის კარდიოსტიმულატორის პირველმა ცდებმა კარგი შედეგი აჩვენეს. მომავალ წლებში ჩვენს ცხოვრებაში უკაბელო კარდიოსტიმულატორის შემოსვლა გარდაუვალი გახდება, და რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ამბავი იქნება, თუმცა არასოდეს დავივიწყებთ, რომ ამერიკელი გამომგონებლის შემთხვევითმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.



მსგავსი ინფორმაციები