ენერგეტიკული დღის წესრიგი 37-2024

ენერგეტიკის სფეროში თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობა იწყება

2184949
ენერგეტიკული დღის წესრიგი 37-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 37-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 37-2024

ენერგეტიკის სფეროში თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობა იწყება

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით პირველად ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. ეს იყო პირველი პრეზიდენტის ვიზიტი ეგვიპტიდან თურქეთში 12 წლის შემდეგ.

შეხვედრაზე განსახილველ თემებს შრის უდავოდ იყო გენოციდი, რომელსაც ისრაელი თვეების განმავლობაში ახორციელებს ღაზაში. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „თურქეთსა და ეგვიპტეს ერთიანი პოზიცია აქვთ პალესტინის საკითხთან მიმართებაში. ჩვენი პრიორიტეტია 11 თვის განმავლობაში მიმდინარე გენოციდის დასრულება, რაც შეიძლება მალე ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის დამყარება და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი გაგრძელება.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ალ-სისიმ ასევე გაამახვილა ყურადღება ანკარასა და კაიროს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე პალესტინის საკითხთან მიმართებაში.

„როგორც თურქეთმა და ეგვიპტემ, ჩვენ ხაზი გავუსვით ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ დამყარებას, ოკუპაციის დასრულებას დასავლეთ სანაპიროზე და პალესტინის უფლებას შექმნას სახელმწიფო 1967 წელს აღიარებულ საზღვრებში, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზამდე მივიდეს“, განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მოლაპარაკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებზე ფოკუსირება და ვაჭრობის მოცულობის გაზრდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის მრეწველობაში, ვაჭრობაში, თავდაცვის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში. ვაჭრობა და ეკონომიკა ჩვენი თანამშრომლობის უძლიერესი განზომილებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ყოფნას ეგვიპტის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორთა შორის დარჩენას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენ მტკიცედ მივიწევთ ჩვენი მიზნისკენ, გავზარდოთ ვაჭრობის მოცულობა 15 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში“.

ამ მიზნების შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა 17 შეთანხმება მრავალ სფეროში.

ამ შეთანხმებებს შორის იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ენერგეტიკის სფეროში თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მთავრობას შორის.

რატომ არის ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი? ამაზე პასუხი რომ ვიპოვოთ, დაახლოებით 7 წლით უკან უნდა დავბრუნდეთ.

2017 წელს ეგვიპტისა და ათენის ადმინისტრაციებს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საზღვაო იურისდიქციის ტერიტორიებს. ეს ცალმხრივი შეთანხმება თურქეთმა არ აღიარა. პირიქით, ანკარამ ლიბიასთან საზღვაო იურისდიქციის ტერიტორიების შეთანხმებას 2019 წელს მოაწერა ხელი.

ამრიგად, ცხადი გახდა, რომ ათენი და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვერავითარ ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ თურქეთის თანხმობის გარეშე. იმდენად, რომ ანკარას ნაბიჯის შემდეგ Euromed-ის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი, რომელიც საბერძნეთში კუნძულ კვიპროსის გავლით უნდა ჩასულიყო, უშედეგო გახდა. შეთანხმებას მოგვიანებით აშშ-მაც აღარ დაუჭირა მხარი, რის გამოც პროექტი მთლიანად ჩაიშალა.

ამ სიტუაციამ თურქეთს მისცა საშუალება ახალი ნაბიჯები გადაედგა. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადების უწყვეტმა სეისმურმა კვლევებმა ეგვიპტე კიდევ ერთხელ დააფიქრა, რომ თურქეთი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მისი ჩართულობის გარეში არანაირი პროექტის განხორციელება შესაძლებელი ვერ იქნებოდა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ ნორმალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის მომავლისთვის.

ანკარა-კაიროს ხაზზე დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ ნორმალიზაციის მცდელობები ძალიან ჯანსაღ დონეზე განვითარდა, მხარეების დადებითი გზავნილების შემდეგ,

13 წლის შემდეგ თურქეთიდან ეგვიპტეში მინისტრების დონეზე პირველი ვიზიტი შედგა, როდესაც ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებითი გაემგზავრა კაიროში, რა დროსაც დაესწრო ისლამური განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 2022 წლის ივნისში. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი, 2022 წლის ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს მიმდინარე წლის დასაწყისში, 14 თებერვალს ეწვია. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს.

ალ-სისის ბოლო ვიზიტით მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმები სრულიად ამოქმედდა.

მომდევნო პერიოდში მოსალოდნელია მაღალი დონის თანამშრომლობა ანკარა-კაიროს ხაზზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით.

უპირველესი მიზანია, რომ მხარეებმა ჩამოაყალიბონ დეტალური დიალოგის მექანიზმი საზღვაო იურისდიქციის სფეროებთან დაკავშირებით და დაამყარონ მნიშვნელოვანი პარტნიორობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

მაჰმუთ გიურერი / TRT Haber-ის რედაქტორი



მსგავსი ინფორმაციები