შემთხვევითი აღმოჩენები 36 - 2024

ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფანი

2184318
შემთხვევითი აღმოჩენები 36 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 36 - 2024

ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფანი  

მიუხედავად იმისა, რომ ხმა, რომელსაც გამოსცემს ხშირად გახეთქვისას, გარკვეული პერიოდის შემდეგ აღიზიანებს გარშემომყოფებს, ამერიკელი ალფრედ ფილდინგის და შვედი მარკ ჩავანის შემთხვევითი გამოგონება "ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფანი", არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტების ან იმ ნივთების  გადატანისთვის, რომელიც არ გვინდა, რომ გატყდეს. ტრანსპორტირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ სამუშაოს ყველაზე სასიამოვნო ნაწილი არის სტრესის შესამცირებლად ამ პატარა ბუშტულების ცალ-ცალკე გახეთქვა.

სინამდვილეში, ქსოვილი, რომელიც ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანს სურდათ შეექმნათ თავიანთ საწარმოში, რომელიც დაიწყო როგორც პროექტი ავტოფარეხში, იყო წყალგაუმტარი ფონი აბაზანის ფარდაზე დასამაგრებლად. ფილდინგმა და ჩავანმა მიიღეს თავიანთი ძალისხმევის შედეგი, მაგრამ პირველივე ცდაზე, ჰაერის ბუშტებმა, რომლებმაც შეაღწიეს ქსოვილის ფარდასა და პლასტმასის საფარს შორის, განაპირობა ფარდის უჩვეულო ფორმის მიღება. გამომგონებლების, რომლებიც ოცნებობდნენ გამდიდრებაზე 1957 წელს თავიანთი საქმიანობით, ამ ახალმა პროდუქტმა საკმარისი ყურადღება არ მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწმენდა უფრო ადვილი იყო, რადგან ადამიანები, ვინც ის გამოსცადეს პირველად თქვეს, რომ აბაზანის მიღებისას თავს გრძნობდნენ ჰაერის ბუშტებით სავსე ოთახში დაპატიმრებულებივით. ახალი პროდუქტის მეორე სატესტო ზონა იყო ბოსტნეულისა და ხილის სათბურები. მიზანი სათბურში სითბოს დაკარგვის თავიდან აცილება იყო, მაგრამ გეგმა შეჩერდა, რადგანაც მომხმარებლები ამ იდეას ვერ შეეგუვნენ.

მას შემდეგ, რაც მარკეტინგული მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ფილდინგ-ჩავანის დუეტი არ დანებდა და ცდილობდა ეპოვა ბუშტუკების გამოყენების ახალი სფეროები. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ კარგი იდეა იყო მსხვრევადი ნივთების შეფუთვა ახალ პროდუქტებში სახლში ან ოფისში გადასვლისას. ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფნის ბედი ახლა ცნობილი იყო, მაგრამ მათ კარგი პარტნიორი სჭირდებოდათ რეკლამირებისთვის.  იმდროინდელი კომპიუტერული ბაზრის ლიდერს IBM-ს პრობლემები ჰქონდა დიდი ზომის კომპიუტერების ტრანსპორტირებაში. ტრანსპორტირების დროს მგრძნობიარე კომპიუტერები დაცული უნდა ყოფილიყო დარტყმისა და გატეხის რისკისგან. ალფრედ ფილდინგის და მარკ ჩავანის შემთხვევითი აღმოჩენა ზედგამოჭრილი იყო ამ სამუშაოსთვის. ამ ორმა გამომგონებელმა IBM-თან თანამშრომლობა დაიწყო და ბუშტულებიანმა შესაფუთმა ცელოფანმა უახლეს კომპიუტერებთან ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში მიაღწია. რეკლამირებისა და მარკეტინგის პრობლემა თავისთავად მოგვარდა.

ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფანი არსებითად შედგება პლასტმასის ორი ფენისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის დამაგრებული ისე, რომ ბუშტები ან ჰაერით სავსე ჯიბეები წარმოიქმნას.  ეს ბუშტები ანიჭებს მასალას ბალიშის ეფექტს და უზრუნველყოფს შესანიშნავ დაცვას დარტყმებისგან. ბუშტულები, როგორც წესი, წრიული ან მოგრძო ფორმისაა და ზომით განსხვავდება კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით. ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფნის გამოყენების არეალი დღითი დღე მრავალფეროვანი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია ის, რომ სამედიცინო ჯგუფები ზამთარში ძალიან ცივ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია და შვედეთი, იყენებენ ბუშტულებიან ცელოფნის სახვევს რათა თავიდან აიცილონ ჰიპოთერმია კრიტიკული პაციენტის ტრანსპორტირების დროს.

ამ შემთხვევითმა აღმოჩენამ საკუთარი კულტურაც შექმნა. როდესაც 1992 წელს ფსიქოლოგმა, სახელად კეტლინ დილონმა მეცნიერულად დაადგინა, რომ ბუშტულებიანი შესაფუთი ცელოფნის  დახეთქვა პაციენტებს უფრო ამშვიდებს და ენერგიულს ხდის, 2015 წელს აშშ-ს კოლორადოს შტატში 2681-მა ადამიანმა დაამყარა ერთდროულად ბუშტულების დახეთქვის რეკორდი და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები