გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 36-2024

ბოლუს მენგენის ტოლმა

2183223
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 36-2024

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 36-2024        

ილქერ თაშქინ

ბოლუს მენგენის ტოლმა

ანჩხლა, ლურჯი ყვავილი რომლის სამშობლო თურქეთის შავი ზღვის სანაპირო რაიონებიდან ბოლუს ოლქის მენგენის რაიონი გახლავთ, სახელი გაითქვა ძალიან განსაკუთრებული კერძით, „მენგენის ტოლმა“. ბოლუს მენგენის ტოლმა მზადდება სიმინდისა და ხორბლის ფქვილის, ხახვის, რძის, მზესუმზირის ზეთის, იოგურტის და მარილისგან შემდგარი შიგთავსის „ანჩხლას“ ფოთლებში შეფუთვით და მოხარშვით. 2022 წელს მენგენის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე, „მენგენის ტოლმა“ გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნულ ტოლმას სურვილისამებრ შეიძლება დაემატოს რძის კრემი, როდესაც ის თითქმის მოხარშულია. კერძის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 250 გრამი სიმინდის ფქვილი, 125 გრამი ხორბლის ფქვილი, ნახევარი ლიტრი რძე, 1 თავი ხახვი და 2 კბილი ნიორი, რომელსაც ასევე უნდა დაემატოს მზესუმზირის ზეთი, რომელიც შემდეგ გადაიქცევა შიგთავსად. უკვე მომზადებულ ტოლმას ქვაბში აწყობენ და ადუღებენ იმდენი წყლით, რომ ტოლმა დაიფაროს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ხარშვის პროცესის შემდეგ ტოლმას ცხელ თეფშებზე ათავსებენ და იოგურტის მოსხმის შემდეგ მიირთმევენ. ვინაიდან ანჩხლას მცენარე გაზაფხულის თვეებში მოდის, მისი საკვები მხოლოდ ამ პერიოდში მზადდება.



მსგავსი ინფორმაციები