ენერგეტიკული დღის წესრიგი 33-2024
თურქეთის ნავთობის მიზნები იზრდება
ენერგეტიკული დღის წესრიგი 33-2024
თურქეთის ნავთობის მიზნები იზრდება
თურქეთმა ნავთობის მოპოვების ისტორიულ დონეს მიაღწია. მთლიანმა დღიურმა წარმოებამ 100 ათას ბარელს გადააჭარბა.
პირველი აღმოჩენა თურქეთში, ბათმანში Raman-1-ის ჭაბურღილში გაკეთდა, 1940 წელს.
ამჟამად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი ნავთობის ჭაბურღილია. ამ ჭაბურღილებიდან დაახლოებით 2500-ში უკვე იწარმოება ნავთობი. ამჟამინდელი დასკვნებით, თურქეთს აქვს 1,3 მილიარდი ტონა ნავთობის მარაგი.
თუმცა, ყველაზე მეტი წარმოება გაბარში ხდება. ნავთობის ყოველდღიური მოპოვება მოწამე აიბუქე იალჩინის და მოწამე ესმა ჩევიქის საბადოებში დღიურმა წარმოებამ 40 ათას ბარელს გადააჭარბა.
2024 წლის ახალი მიზანია ჯერ 150 ათასი ბარელი, შემდეგ კი 200 ათასი ბარელი.
თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) შეფასებით, მოწამე აიბუკე იალჩინის ველზე ახალი აღმოჩენის მთლიანი მარაგი დაახლოებით 1 მილიარდ ბარელს შეადგენს, რომლის საწარმოებელი მარაგი დაახლოებით 600 მილიონ ბარელს უდრის.
მიუხედავად იმისა, რომ შირნაქს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნავთობის წარმოებაში, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საბადოები ძალიან მოკლევადიან პერიოდში გაფართოვდება.
გასულ წელს საბურღი სამუშაოები, 214 ახალ ჭაბურღილზე დაიწყო.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოკლე დროში ახალი საბურღი სამუშაოები დაიწყება ჰაქქარიში და ვანში.
გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყება 14 პროვინციის 18 საბადოზე.
პროვინციები სადაც უნდა მოხდეს საძიებო სამუშაოები, გახლავთ, გაზიანთეფი, ანტალია, ჩანაქკალე, შანლიურფა, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ბართინი, ქარაბუქი, ქასთამონუ, ელაზიღი, ედირნე, ქაჰრამანმარაში და ქილისი.
წარმოების ზრდასთან ერთად, თურქეთი, პირველ რიგში, მიზნად ისახავს ნავთობის მოთხოვნილების 20 პროცენტის დაკმაყოფილებას ეროვნული რესურსებით.
ვარაუდობენ, რომ ახალი აღმოჩენების წლიური წვლილი თურქეთის ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. ნავთობის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით წლიური ანგარიშის დეფიციტის დახურვის კუთხით.
გაბარამდე ნავთობსადენის მშენებლობა მიმდინარეობს
გაბარიდან სისტემაში ნავთობის უფრო სწრაფი გადატანისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება. ამ დროისთვის რეგიონში 480 კილომეტრიანი გზატკეცილი აშენდა.
გარდა ამისა, გრძელდება ნავთობის მილსადენით BOTAŞ-ის იდილის სადგურზე ნავთობის გადაცემაზე მუშაობა. მილსადენის ნახევარზე მეტი დასრულებულია. ნავთობის ტრანსპორტირებას იდილის სადგურიდან ჯეიჰანში და დორთიოლში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპორტისთვის.
მაჰმუთ გიურერი / TRT Haber-ის რედაქტორი