აქტუალური თემის ანალიზი 32 - 2024

კარსმომდგარი რეგიონული ომი

2173714
აქტუალური თემის ანალიზი 32 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 32 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 32 - 2024

კარსმომდგარი რეგიონული ომი

SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრი, ჯან აჯუნი

ნეთანიაჰუს მმართველობის პირობებში ისრაელი აგრძელებს აგრესიული პოლიტიკისა და სამხედრო ნაბიჯების გატარებას, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს ცეცხლში გაახვევს. ერთის მხრივ ღაზაში გენოციდს აგრძელებს, მეორე მხრივ კი ლიბანსა და ირანში მკვლელობების განხორციელებით ცდილობს დიდი ომის დაწყებას. ირანი და მისი მოკავშირეები ისრაელის წინააღმდეგ დიდი სამხედრო პასუხისთვის ემზადებიან. თუ ძლიერი თავდასხმა მოხდება ისე, როგორც მოსალოდნელია, ამან შესაძლოა რეგიონული ომიც დაიწყოს. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ისრაელი აგრძელებს ღაზაში გენოციდს და რეგიონულ პროვოკაციებს. ისრაელმა ბეირუთში ჯერ ჰეზბოლას მეთაური ფუად შუკური, შემდეგ კი თეირანში ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე  ამაზრზენი თავდასხმით მოკლა. ჰანიე, რომელიც თეირანში იმყოფებოდა ირანის პრეზიდენტის ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, მოკლეს დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებრე საად აბადის კომპლექსში ბასიჯ ალ-ზაჰრას შენობაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ვეტერანთა მაღალი უსაფრთხოების რეზიდენცია და გამოიყენება ანსარ ალ-მაჰდის დაცვის ქვედანაყოფების მიერ. ირანული წყაროების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მცირე რადიუსის სარაკეტო იერიშით.

ჰანიე იყო პალესტინის წინააღმდეგობის პოლიტიკური ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილი ძალიან სამწუხაროა, პალესტინის წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს არსებობას. ეს დანაკარგები არაფერს მოიტანს გარდა წინააღმდეგობის გაზრდისა.

ისრაელის ეს აგრესიული ქმედება, რა თქმა უნდა, წახალისებულია აშშ-ში თეთრ სახლში არსებული ძალაუფლების ვაკუუმით და მოიცავს სტრატეგიას, რომელიც მიმართულია ომის რეგიონალიზაციისკენ. ეს არის თამაში, რომელიც აიძულებს ირანს და მის მოკავშირეებს მოქმედებას. თუ ირანი ვერ გასცემს ნამდვილ პასუხს, მათ შეექმნებათ სიტუაცია, როდესაც შეკავების ძალა და სახელმწიფო ღირსება შეილახება. ამიტომ, ძალიან სავარაუდოა, რომ ისინი საპირისპირო ნაბიჯს გადადგამენ. ირანელმა გადაწყვეტილების მიმღებებმა და სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელს სერიოზულ და ძლიერ პასუხს გასცემენ. მსგავსი განცხადებებია ჰეზბოლას გენერალური მდივნის ნასრალას ბოლო გამოსვლაში. ყველა ხვდება, რომ „ახლა ახალ ფაზაში გადავედით“.

რა თქმა უნდა, ირანის წარსული, მისი მაღალი რიტორიკა და რეალური ნაბიჯების გადადგმის ყოყმანი აიძულებს ხალხს დასვან კითხვა "მართლა თუ არა?" თუმცა, ამჯერად არ ვფიქრობ, რომ ირანს და მის მოკავშირეებს სხვა გამოსავალი აქვთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ირანს, სახელმწიფოს პატივის დაცვის გარდა, მხოლოდ კონტრშეტევებითა და მოედანზე თავისი ძალის დემონსტრირებით შეუძლია თავი აარიდოს იმას რომ იყოს სამიზნე.

მოედანზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საჭირო მომზადების შემდეგ, უახლოეს დღეებში სავარაუდოდ წინააღმდეგობის ღერძის ყველა კომპონენტის კოორდინაციით ისრაელზე ეფექტური თავდასხმა განხორციელდება. ირანმა ხმელეთიდან, ლიბანში ჰეზბოლამ, ერაყსა და სირიაში შიიტურმა სახალხო არმიამ, იემენში ჰუსიტებმა, ყველა ღერძმა ერთდროულად სარაკეტო და კამიკაძე დრონებით შეიძლება მოახდინონ ისრაელზე თავდასხმა.

როგორც ჩანს, ამ მასშტაბის დიდი შეტევისთვის ისრაელის მხარეც ემზადება. ისინი ამონტაჟებენ საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს ჩრდილოეთის ფრონტზე, განსაკუთრებით ჰეზბოლას შესაძლო რაკეტებისა და თვითმფრინავების შეღწევის წინააღმდეგ და მზადდება თავშესაფრები. ასევე აშშ აგრძელებს სამხედრო ძალების გაგზავნას რეგიონში, რათა დაიცვას ისრაელი და შეაჩეროს მეორე მხარე.

ნეთანიაჰუს მიზანია აშშ პირდაპირ ომში ჩართოს. თუმცა, თუ აშშ-ს კვლავ ომში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში უეცრად შეცვლის უკრაინის ფრონტის ბედს რუსეთის სასარგებლოდ და ახალ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩინეთს. რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშეა მრავალი განსხვავებული სცენარი, რომელიც დაფუძნებულია ბევრ ვარაუდზე, მაგრამ ყველაფერი კონტროლირებადი სამხედრო ჩართულობიდან და კონფლიქტებიდან ქაოსურ წერტილამდე ვითარდება. ჯინი ბოთლიდან თუ გამოვა, დანარჩენის პროგნოზირება არც ისე რთულია. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.



მსგავსი ინფორმაციები