გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 32-2024
ჩანქირის კვერცხის დესერტი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 32-2024
ილქერ თაშქინ
ჩანქირის კვერცხის დესერტი
რეგისტრაციის თარიღი: 18.12.2017
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის დედაქალაქის ანკარას ჩრდილოეთით მდებარე ჩანქირის რაიონი გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის საქმიანობით, „ჩანქირის კვერცხის დესერტი“ გახლავთ, შერბეთის დესერტის სახეობა, რომელიც იდენტიფიცირებულია რაიონთან. ჩანქირის მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე, 2017 წელ „ჩანქირის კვერცხის დესერტი“, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ჩანქირის კვერცხის დესერტი, რომელიც მზადდება 8 კვერცხით, 3 სუფრის კოვზი ფქვილით და კარაქით, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, იფთრის ვახშამის შემდეგ სტუმრებისთვის მზადდება. დესერტის მომზადებისას ჯერ კვერცხის გულებს და ცილებს აცალკევებენ და თეთრ ნაწილს თქვიფავენ სქელ კონსისტენციამდე. მასალა არ უნდა დაიღვაროს, როცა ათქვეფილი თასი თავდაყირა დგება. დესერტის მოსამზადებლად, ჯერ ცალკე ჯამში თქვიფავენ კვერცხის გულებს და შემდეგ უმატებენ ცილას. შემდეგ ნარევს უმატებენ გაცრილ ფქვილს და იგივე პროცესი გრძელდება. ერთი-ორი წუთის ათქვეფის შემდეგ მასალას ასხამენ შუშის ან სპილენძის ჭურჭელში და აცხობენ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში. ადრე მომზადებულ თბილ ლიმონის შერბეთს ნელ-ნელა ასხამენ გაციებულ დესერტს. კვერცხის დესერტს თბილს მიირთმევენ.