ენერგეტიკული დღის წესრიგი 32-2024
თურქეთის ენერგეტიკული ფლოტი იზრდება
ენერგეტიკული დღის წესრიგი 32-2024
თურქეთის ენერგეტიკული ფლოტი იზრდება
თურქეთი აგრძელებს გაზისა და ნავთობის მოძიებას თავის საზღვაო იურისდიქციის რაიონებში, განსაკუთრებით შავ ზღვაში.
რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩენა შავ ზღვაში, საქარიას გაზის საბადოზე გაკეთდა. ანკარა ახლა ემზადება თავისი ფლოტის გაფართოებისთვის, რათა ეს აღმოჩენა ხმელეთზე გადაიტანოს. მაგრამ ეს არც დასაწყისია და არც დასასრული...
თურქეთმა გადაწყვიტა შეიძინოს თავისი პირველი სეისმური საძიებო გემი კუნძულ კვიპროსის გარშემო ნახშირწყალბადების კრიზისის შემდეგ. კვიპროსის ბერძნული მხარის განცხადება, რომ ის ჩაატარებს ძიებებს 13 სხვადასხვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო ველზე, თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით; ამის შემდეგ რეგიონში შესვლა სცადეს ზოგიერთმა საერთაშორისო კომპანიის სეისმურმა კვლევის და საბურღ გემებმა, რამაც ანკარაში დიდი დისკომფორტი გამოიწვია.
თურქეთმა არ მისცა ნება, კვიპროსის ბერძნულ მხარეს დამოუკიდებლად ამ საქმიანობის განხორციელების უფლება.
ამის შემდეგ დაიწყო საძიებო საქმიანობისთვის სეისმური კვლევის გემის შეძენა. თურქეთის ნავთობის სააქციო საზოგადოების ინვენტარს 2012 წელს შეუერთდა „ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშას“ სახელწოდების გემი, რომელსაც შეუძლია ზღვის ქვეშ 8 კილომეტრში არსებული გეოლოგიური სტრუქტურების გამოკვლევა.
ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშა, რომლის სიგრძე 84 მეტრია და სიგანე 17 მეტრი, სიჩქარე საათში 17 კვანძია. მას ასევე აქვს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.
გემმა პირველი სეისმური კვლევები შავ ზღვაში ჩაატარა.
თუმცა, შავ ზღვაში არსებული პოტენციალისა და ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში განსახორციელებელი სამუშაოების გათვალისწინებით, გადაწყდა ფლოტის სწრაფი გაფართოება.
ეროვნული რესურსებით MTA Oruç Reis-ის მშენებლობა თუზლას გემთმშენებლობაში 2012 წელს დაიწყო. გემი 2015 წელს ჩაუშვეს ზღვაში. მან, 2017 წლის აპრილში დაიწყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიება ხმელთაშუა ზღვაში.
87 მეტრი სიგრძისა და 23 მეტრი სიგანის გემს, შეუძლია 15 კილომეტრის სიღრმეზე ნავთობისა და გაზის ძიება.
თუმცა, სეისმური კვლევა საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაწყდა საბურღი სამუშაოების დაწყება. სამხრეთ კორეაში წარმოებული ფათიჰის საძიებო გემი, შეძენილ იქნა ნორვეგიიდან. ფათიჰი არის მე-6 თაობის დონეზე, რომელიც გამოიყენება მაღალტექნოლოგიური გემებისთვის. მას აქვს უნარი განახორციელოს ოფშორული ბურღვა ძალიან მაღალი წნევის ქვეშ 12,120 მ სიღრმეზე, უფრო ღრმა ვიდრე მარიანას ღრმული, ყველაზე ღრმა ღარი მსოფლიოში. გემი, რომელსაც აქვს ულტრა ღრმა ბურღვის შესაძლებლობა, 229 მეტრი სიგრძისა და 36 მეტრი სიგანისაა.
გემის ორ კოშკს, 64 მეტრის სიმაღლეზე, აქვს 1750 ტონა ტვირთის ამწე. ფათიჰის აქტიური პოზიციონირების სისტემის წყალობით, მას შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა 6 მეტრი სიმაღლის ტალღების პირობებშიც კი. ფათიჰის ოპერირება თურქეთის ნავთობის კორპორაციამ 2018 წელს დაიწყო. მან თავისი პირველი საქმიანობა ხმელთაშუა ზღვაში განახორციელა. მან ღრმაწყლოვანი ბურღვა ალანია-1 საბადოზე 2018 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო.
ფათიჰმა ასევე ჩაატარა პირველი ეროვნული ბურღვა შავ ზღვაში 2020 წელს, სტამბულის აღების 567 წლის იუბილეს ფარგლებში. Tuna 1-ის საბადოზე მუშაობამ შედეგი აგვისტოში გამოიღო. ფათიჰის საბურღმა გემმა Tuna 1-ის საბადოზე 2 ათას 100 მეტრის სიღრმეზე 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინა. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ მან ამსრა 1-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინა.
ამ ყველაფრის შემდეგ თურქეთმა გადაწყვიტა გაზარდოს საბურღი გემების რაოდენობა.
2018 წელს ფლოტს შეუერთდა იავუზის საბურღი გემი. გემი ესპანეთის ალხესირასის პორტიდან გაემგზავრა და ჩავიდა მარმარილოს ზღვაში, 2019 წლის 22 თებერვალს. სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისს, საბურღმა გემმა იავუზმა მისი პირველი მისია დაიწყო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.
იავუზი, რომელიც არის მე-6 თაობის ულტრა ღრმაწყლოვანი საბურღი ხომალდი, როგორიცაა ფათიჰი, 230 მეტრი სიგრძისა და 36 მეტრი სიგანისაა.
მესამე გემი, რომელიც შეუერთდა ფლოტს, არის კანონიერი სულთან სულეიმანის სახელწოდების. თურქეთის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, 2012 წელს გადაწყდა გემის სახელწოდებით, „სერტაო“-ს შეძენა, რომელიც წარმოებულია სამხრეთ კორეაში და ფუნქციონირებს ბრაზილიაში. 2020 წელს თურქეთის ნავთობის კორპორაციამ გემი თავის ფლოტს დაამატა.
გემმა, რომლის სიგრძე 227 მეტრია, ხოლო სიგანე 42 მეტრი, ჩაატარა პირველი ღრმა ზღვის ჭაბურღილის სამუშაოები თურქალი-2“-ის ჭაბურღილში.
2022 წელს კი ფლოტს შეუერთდა აბდულჰამიდ ჰანის სახელწოდების გემი. აბდულჰამიდ ჰანი, მსოფლიოში მე-7 თაობის მოწინავე ტექნოლოგიების მქონე 5 საბურღი გემიდან ერთ-ერთია, 238 მეტრი სიგრძით და 42 მეტრი სიგანით. მას შეუძლია საბურღი სამუშაოების შესრულება 12 ათას 200 მეტრამდე სიღრმეში.
თურქეთის ენერგეტიკული ფლოტი ამით არ შემოიფარგლება. მცურავი LNG-ს შესანახი და რეგაზიფიკაციის ტერმინალი არის ფლოტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი.
სეისმური კვლევის, ბურღვისა და შესანახი გემების შემდეგ, თურქეთი ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას აკეთებს. ის ემზადება თავის ენერგეტიკულ ფლოტს დაუმატოს მცურავი გაზის გადამამუშავებელი პლატფორმა. მისი მიზანია უზრუნველყოს უფრო სწრაფი გადაზიდვა და გაზარდოს წარმოების სიმძლავრე ახალი გემით. აღნიშნული გემით, ნედლი ბუნებრივი აირის გადამუშავება შესაძლებელია შუა ზღვაში.
360 მეტრის სიგანის მცურავი პლატფორმა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე იმუშავებს, 5 მილიონი ოჯახის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
მაჰმუთ გიურერი / TRT Haber-ის რედაქტორი