იმიტომ რომ 28 - 2024

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი

2160637
იმიტომ რომ 28 - 2024

იმიტომ რომ 28 - 2024

იმიტომ რომ 28 - 2024

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ 1948 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლზე. გადაცემას ვიწყებთ და ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი იმიტომ, რომ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო მსოფლიოსთვის თავიდან აეცილებინა მსგავსი კატასტროფა.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს საერთაშორისო და ზესახელმწიფოებრივი კონტროლი ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეიარაღების კონტროლის თაოსნობით განათლებიდან ჯანმრთელობამდე და სურსათიდან გარემოსდაცვით პრობლემებამდე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს, მონაწილე სახელმწიფოების ამ თემაზე კანონმდებლობის ფარგლებს ადგენს.

დეკლარაცია იწყება მუხლით: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით“. ეს მუხლი ითვლება ფუნდამენტურ პრინციპად მთელი კაცობრიობისთვის და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა უნივერსალურობას. მუხლის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას უდებს საფუძველს, არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით სქესის, რასის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ენის ან სხვა განსხვავებულობის გამო.

თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და ღირებულების აღიარება ადამიანის უფლებების საფუძველია. ადამიანის ღირსების პატივისცემა არის თავისუფალი და თანასწორი დაბადების იდეის ცენტრში. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი აზრები, შეხედულებები და ცხოვრების წესი. თავისუფლება მოიცავს ინდივიდის უნარს გამოხატოს საკუთარი თავი და შექმნას თავისი ცხოვრება საკუთარი არჩევანის მიხედვით. თანასწორობა კი ნიშნავს, რომ ყველას აქვს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები. ეს მოქმედებს ბევრ სფეროში, როგორიცაა თანასწორობა კანონის წინაშე, თანაბარი შესაძლებლობები განათლებაში და სამართლიანობა ეკონომიკურ შესაძლებლობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ უნივერსალური პრინციპის განხორციელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა სირთულე არსებობს, დეკლარაცია ძალზე მნიშვნელოვანია იმ ინტელექტუალური ეტაპის ჩვენების თვალსაზრისით, რომელსაც მიაღწია კაცობრიობამ, იმის გათვალისწინებით, რომ გენდერულ და რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული კანონები სხვადასხვა ქვეყანაში 1960-იან წლებამდე მოქმედებდა.



მსგავსი ინფორმაციები