აქტუალური თემის ანალიზი 27 - 2024

ისრაელ-ჰეზბოლას დაძაბულობა

2159841
აქტუალური თემის ანალიზი 27 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 27 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 27 - 2024

ისრაელ-ჰეზბოლას დაძაბულობა

SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში

ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთხელ მიიყვანა სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი კვლავ გაჩაღდა, ისრაელისა და ლიბანის საზღვარი სამხედრო შეტაკებების კერა გახდა. ჰეზბოლამ ისრაელის ომს ღაზაში უპასუხა ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების გაზრდით. ამის საპასუხოდ, ისრაელმა დაიწყო მნიშვნელოვანი საარტილერიო და საჰაერო დარტყმები ლიბანის სამხრეთით მდებარე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, ასობით ათასი ადამიანი როგორც ისრაელის, ისე ლიბანის მხარეზე იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის სტატიას, რომელშიც იგი წერს:   

ირანის ფაქტორი

შესაძლო კონფლიქტის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფაქტორი არის ისრაელის ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის მიმართ ირანის მიდგომა. ირანის მიდგომა ჰეზბოლას მიმართ განსხვავდება ჰამასის მიმართ მიდგომისგან. ისრაელსა და ჰეზბოლას შორის რაიმე სახის დაძაბულობას უფრო ფართო გავლენა ექნება ირან-ისრაელის სამხედრო დაზაბულობის ესკალაციაზე. ირანმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები ბოლო წლებში მისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მოწინავე იარაღის მიწოდებით და წვრთების ჩატარებით. ირანი ჰეზბოლას ახლო აღმოსავლეთში „წინააღმდეგობის ღერძის“ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს.

ირანის მხარდაჭერა ჰეზბოლას მიმართ აძლიერებს თეირანის, რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის გავლენის წინააღმდეგ ბალანსის ელემენტად რეგიონალური აქტორის პოზიციას. პროცესი, რომელსაც ირანი გადის და ჰეზბოლას შესაძლო ომში დასუსტების შიშმა შესაძლოა აიძულოს თეირანი უფრო მკაცრად იმოქმედოს ისრაელის წინააღმდეგ.

ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები

ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ისრაელმა უნდა გაითვალისწინოს. ჰეზბოლამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობის შემდეგ. ამ ჩართულობამ ჰეზბოლას მისცა როგორც ბრძოლის ველზე გამოცდილება, ასევე მოწინავე იარაღი, რაც მას რეგიონში რთულ აქტორად აქცევს.

ჰეზბოლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი არსენალი სირიის კონფლიქტის დროს და მის შემდეგ. ჯგუფის წვდომამ მოწინავე იარაღზე, რომელსაც ხშირად ირანი აწვდის, გაზარდა მისი თავდასხმითი და თავდაცვითი შესაძლებლობები. სავარაუდოდ, ჰეზბოლას აქვს ათიათასობით რაკეტა, მათ შორის მოკლე, საშუალო და შორი დისტანციის სისტემები. ჰეზბოლას არსენალში ასევე შედის მოწინავე საზენიტო სისტემები და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები (ATGM). ჯგუფმა გააუმჯობესა ისრაელის ჯავშანტექნიკისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების (MANPAD) და მოწინავე ATGM-ების შეძენით, როგორიცაა Kornet. რაც მთავარია, ჰეზბოლამ სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც გამოიყენება სადაზვერვო და თავდასხმის მისიებისთვის, განავითარა დრონის შესაძლებლობები. იგი მოიცავს ადგილობრივად წარმოებულ და ირანის მიერ მიწოდებულ მოდელებს, რომლებსაც შეუძლიათ თვალთვალი და ზუსტი დარტყმები.

ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები ასევე უნდა გადაიხედოს 7 ოქტომბრიდან ჰეზბოლასთვის ირანის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის ფონზე. მედიის ცნობით, ჰეზბოლას გაუგზავნეს ირანის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 (SRBM) და მათი სირიული შემცვლელები M-600, რაკეტები Falaq, რუსული Kornet ATGM და ახლად შექმნილი ბურკანის რაკეტებით მხარდაჭერილი საბრძოლო მასალა.

ომის ტაქტიკის თვალსაზრისით, ჰეზბოლამ შეიმუშავა ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომელიც აერთიანებს ჩვეულებრივ სამხედრო ოპერაციებს პარტიზანულ ომებთან და არარეგულარულ ტაქტიკასთან. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას გამოიყენოს ისრაელის მსგავსი ტრადიციული არმიების სისუსტეები და გააგრძელოს ხანგრძლივი კონფლიქტები.

რეგიონალური, საერთაშორისო დინამიკა

ისრაელის ომმა ჰეზბოლას წინააღმდეგ შეიძლება რეგიონული კონფლიქტის დაწყება გამოიწვიოს და ისრაელსა და მის მოკავშირეებს უფრო დიდი ხარჯები მოუტანოს. ამიტომ, ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის გაგრძელება შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა გზით, რომელთაგან თითოეულს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგები და თითოეულ მათგანს შეუძლია კარი გაუღოს რეგიონში ქაოტურ პერიოდს.

უპირველეს ყოვლისა, თუ კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, ლიბანი სავარაუდოდ განიცდის დამანგრეველ შედეგებს და უფრო დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას. ირანის ჩართულობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ფართო რეგიონალური კონფლიქტები, განსაკუთრებით ირანის პოლიტიკაში არსებული გაურკვევლობის გამო რაისის შემდგომ პერიოდში. ისედაც მყიფე ქვეყნები, როგორიცაა სირია და ერაყი, შესაძლოა უფრო მეტი ქაოსის წინაშე აღმოჩნდნენ.

ასევე საფრთხეშია სტაბილურობა ხმელთაშუა ზღვაში. ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა: „მტერმა იცის, რომ ის, რაც მას ელის ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კვიპროსის ბერძნული მთავრობა უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მტრისთვის აეროპორტებისა და ბაზების გახსნა ლიბანზე დასარტყმელად ნიშნავს იმას, რომ ის ომის ნაწილი გახდება“. - თქვა ნასრალამ. კვიპროსის კუნძულის მნიშვნელობა ასევე წარმოადგენს თურქეთის უსაფრთხოების მთავარ საზრუნავს, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გააკრიტიკა კუნძულზე ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო საქმიანობა. ამიტომ, ისრაელის ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ შეშფოთების წყარო იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის და ევროკავშირიც ასევე იქნება კონფლიქტის ნაწილი.

მეორე, ჰეზბოლას წინააღმდეგ ომი შეასუსტებს საზღვაო უსაფრთხოებას რეგიონში ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების გამო. გავიხსენოთ, თუ როგორ მოახდინეს ჰუსიტებმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ საზღვაო უსაფრთხოების  დესტაბილიზაცია, ჰეზბოლას კი უფრო დიდი პოტენციალი აქვს ხმელთაშუა ზღვის დესტაბილიზაციისთვის. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგეტიკული გეოპოლიტიკის დინამიკის გათვალისწინებით, ჰეზბოლაზე ისრაელის სრულმასშტაბიანი თავდასხმა გამოიწვევს ახალ დაძაბულობას და უარყოფითად იმოქმედებს ენერგომომარაგებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ბაზრებზე.

ისრაელ-ჰეზბოლას ომის კიდევ ერთი საფასური არის საერთაშორისო სისტემის წესებზე დაფუძნებული სტრუქტურის სრული ნგრევის შესაძლებლობა. ღაზაში ისრაელის გენოციდური ომის შედეგად გამოწვეული განადგურების გათვალისწინებით ახალი ომი დაადასტურებს, რომ საერთაშორისო მმართველობის მექანიზმები სრულად აღარ ფუნქციონირებს. ამან შეიძლება მაგალითი მისცეს სხვა აგრესორ სახელმწიფოებს და გზა გაუხსნას უფრო ფართო კონფლიქტებს. როგორც თურქეთმა არაერთხელ განაცხადა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, თუ ისრაელის ომი ღაზის წინააღმდეგ არ შეჩერდება, რეგიონში უფრო ფართო და მასშტაბური ომი გარდაუვალი იქნება.

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდისა და კრიზისის გამო, რომელიც მან ვერ დაძლია, ის იქცა მოთამაშედ, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას. თუ დასავლელი აქტორები, განსაკუთრებით ბაიდენის ხელისუფლება, უგულებელყოფენ ამ საფრთხეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური კონფლიქტების გაჩაღება, რომლის პრევენცია გაცილებით რთული იქნება. ისრაელის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი დაბრუნება რაციონალური სახელმწიფო პასუხისმგებლობის ნიადაგზე და პასუხისმგებლობის დაკისრება მისი ქმედებებისთვის ღაზაში. 



მსგავსი ინფორმაციები