შემთხვევითი აღმოჩენები 27 - 2024

მზის სათვალეები

2159411
შემთხვევითი აღმოჩენები 27 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 27 - 2024

მზის სათვალეები

თურქეთში ძალიან ხშირად იყენებენ გამონათქვამს „თვალები გულის სარკეა“, მაგრამ არის თუ არა მასში რაიმე სიმართლე? მართლა შესაძლებელია თუ არა ადამიანის გონების, გრძნობების და აზრების გაგება თვალებში ჩახედვით? ამბობენ, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც ამის სჯეროდა წარსულში ისევე, როგორც მათ, ვინც პირველად თქვა ეს სიტყვები; მე-12 საუკუნეში ჩინეთში მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი მოსამართლეები. ამბობენ, რომ ძალიან პრიმიტიული მეთოდებით დამზადებული პირველი სათვალე ჩინელმა მოსამართლეებმა შემთხვევით გამოიგონეს და გამოიყენეს.

დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ სათვალეს მიეღწია დღევანდელი ელეგანტურობისა და ტექნოლოგიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მინის ისტორია უძველესი დროით თარიღდება, აღმოჩენა, რომ მას შეუძლია ობიექტების გადიდება, თავიანთი ბიბლიოთეკებითა და წიგნებით ცნობილ რომაელებს მიეკუთვნება. ცნობილია, რომ რომაელი მოაზროვნე და დრამატურგი სენეკა, რომელიც 2000 წლის წინ ცხოვრობდა, წიგნების წასაკითხად შუშის სფეროს იყენებდა. ანალოგიურად, ძველი ჩინური ცივილიზაციების ნახატებში გამოსახულია ადამიანის ფიგურები სათვალეებით. 1200-იანი წლებისთვის ვენეციელებმა, რომლებიც ვაჭრობდნენ ჩინელ ვაჭრებთან აბრეშუმის გზის გავლით, მიაღწიეს დიდ პროგრესს მინის ინდუსტრიაში. ცნობილი იყო, რომ მინისათვის ჩაზნექილი ფორმის მიცემით იგი ნაწერებს ადიდებდა, ამიტომ ვენეციელი ხელოსნები ჩაზნექილი მინებისთვის ხის ან ძვლის ჩარჩოს დამატებით  სათვალეებს ამზადებდნენ, რომლებსაც „საკითხ ქვებს“ უწოდებდნენ. სათვალის ყურები, რომლებიც სათვალეების ყურებზე დამაგრების საშუალებას გვაძლევს, გამოიგონა ედვარდ სკარლეტმა 1727 წელს, „საკითხი ქვებიდან“ ზუსტად 450 წლის შემდეგ.

სათვალეებისგან განსხვავებით, რომლებიც გამოიყენება შორი ან ახლო მხედველობის დარღვევის გამოსასწორებლად, მზის სათვალე წარმოიშვა სრულიად განსხვავებული საჭიროების შედეგად. არსებული ისტორიული დოკუმენტები და სურათები ცხადყოფს, რომ დღევანდელი სათვალეების პრიმიტიული ფორმები პირველად გამოიყენეს ჩინეთში მე-12 საუკუნეში. ეს სათვალე დამზადებული იყო შუშის ცეცხლოვანი ჭვარტლით დაბნელების ძალიან მარტივი მეთოდით და გამოიყენებოდა ჩინეთში მოსამართლეების მიერ. ძველი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჩინელი მოწმეების დაკითხვისას მოსამართლეები სათვალეებს იყენებდნენ სახის გამომეტყველების დასამალად და იმისთვის, რომ არ გაეგოთ, რა ხდებოდა მათ გონებაში, მაგრამ ამ სათვალეებს არ ჰქონდათ მხედველობის დაქვეითების გამოსწორების დანიშნულება და არ იცავდა თვალებს მზისგან.

თანამედროვე მზის სათვალეების მამად კი ცნობილია ჯეიმს აისკიუ, ინგლისელი დიზაინერი და ოპტიკოსი, რომელიც ცხოვრობდა მე-18 საუკუნეში. ჯეიმს აისკიუ აწარმოებდა ცისფერი ან მწვანე მინისგან დამზადებულ სათვალეებს ზოგიერთი პაციენტისთვის, რომელთა თვალებიც მგრძნობიარე იყო მზის მიმართ. მისი მიზანი იყო თვალის დაავადებებისთვის ახალი მეთოდის მოძებნა, მაგრამ ამ იდეას დიდი დაინტერესება არ მოჰყვა, რადგან იმ დროს ქალები და კაცები გარეთ გასვლისას ქუდებს ატარებდნენ და ფართო რგოლიანი ქუდები მზის შუქს ჩრდილავდა. თუმცა, ბრიტანელი დიზაინერის აისკიუს ეს პირველი დიზაინი ფერადი ლინზებით ითვლება თანამედროვე მზის სათვალეების წინაპარად.

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის დარღვევის იქნება ეს მიოპიური თუ ჰიპერმეტროპიული, გამოსასწორებლად წარმოებული სათვალეების დიზაინი არ შეცვლილა მრავალი წლის განმავლობაში, შეუძლებელია იგივე თქვათ მზის სათვალეებთან დაკავშირებით. ამაზე კინოინდუსტრიამ და მოდამ დიდი გავლენა მოახდინა. მზის სათვალეების გამოყენება გავრცელდა განსაკუთრებით ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის 1920-იან წლებში და ასევე ამერიკელმა მოიერიშე თვითმფრინავების პილოტებმა დაიწყეს მზის სათვალეების გამოყენება მაღალ სიმაღლეზე მზის არეკვლის შესამცირებლად და ამ ორი პოპულარული პროფესიის ადამიანების მიერ დაწყებული ახალი მოდა სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დროთა განმავლობაში მზის სათვალეების ზოგიერთი დიზაინი საკულტო გახდა. მაგალითად, მილიონობით დაამზადეს და გაიყიდა მერილინ მონროს სათვალე ‘კატის თვალები’, ჯეკი კენედის დიდი ჩარჩოიანი სათვალე და ოდრი ჰეპბერნის სათვალე, რომელიც უკეთია ფილმში "საუზმე ტიფანისთან".ჩაბნელებულ მინებიანი სათვალეები, რომლებსაც ჩინელი მოსამართლეები საუკუნეების წინ იყენებდნენ თვალების გამომეტყველების დასამალად, დღეს შეუცვლელ აქსესუარად იქცა ადამიანებისთვის განურჩევლად კაცისა თუ ქალისა.



მსგავსი ინფორმაციები