აქტუალური თემის ანალიზი 24-2024

თურქეთმა PKK-ს საარჩევნო თეატრი ჩაშალა

2152908
აქტუალური თემის ანალიზი 24-2024

აქტუალური თემის ანალიზი 24-2024

თურქეთმა PKK-ს საარჩევნო თეატრი ჩაშალა

ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG, რომელიც აშშ-ს ეგიდით სირიაში ოკუპირებულ მიწებზე ე.წ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავდა, თურქეთის მკაცრი პოზიციის შემდეგ მისი გადადება მოუხდა. ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მანამდე 11 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, 18 აგვისტოსთვის გადაიდო. ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობდა საერთაშორისო აღიარებას ლეგიტიმურობის საფუძვლის დამყარებას არჩევნების გზით, რომელიც მოიცავდა რაკას, დეირ-ეზ-ზავრის, ალეპოს, ჰასაკას, კამიშლის, აინ-ელ-არაბს, მენბიჯს, აფრინ-ალ-შაჰბას და ტაბკის რეგიონებს…

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…

ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG, ამჟამად აკონტროლებს დაახლოებით 50 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობს ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. ორგანიზაციამ დაამყარა ბატონობა ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და წყალსადენებზე, განსაკუთრებით ენერგორესურსებზე. აშშ, PYD/YPG-ს, 2014 წლიდან მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ. ამჟამად, დაახლოებით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და მრავალი კერძო დაქირავებული მებრძოლი იცავს PKK-ს საველე პირობებში. ორგანიზაცია კი, თავის მხრივ, ცდილობს ეტაპობრივად წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო ლეგიტიმურ აქტორად და ავტონომიურ სტრუქტურად. ამ მიზეზით, იგი ცდილობდა გამოეყენებინა თავისი უახლესი ადგილობრივი ე.წ. საარჩევნო ბარათი. სირიის დემოკრატიულმა საბჭომ, ორგანიზაციის ეგრეთ წოდებულმა საკანონმდებლო ორგანომ, აპრილში დაამტკიცა ახალი საარჩევნო კანონი, რომელმაც შექმნა უმაღლესი საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ ადგილობრივი არჩევნებისთვის ჯერ, 30 მაისი დასახელდა, შემდეგ კი ეს თარიღი განახლდა და 11 ივნისად დასახელდა. ორგანიზაციის გეგმის მიხედვით, საარჩევნო ყუთები 6 მეტროპოლში, 40 ქალაქში და 105 რაიონში უნდა განთავსებულიყო. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა 30 პოლიტიკური პარტია, რომელთაგან ზოგიერთმა ალიანსები შექმნა.

თუმცა, ოპოზიციურმა ქურთულმა ჯგუფებმა, როგორიცაა SMDK, გადაწყვიტეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის, რომელსაც არ გააჩნდა დემოკრატიული ლეგიტიმაცია და რომლის ორგანიზება სურდა PKK-ს იარაღის გამოყენებით, არაბულმა ტომებმაც გააკეთეს განცხადებები და აღნიშნეს, რომ არ აღიარებდნენ ამ ე.წ. დემოგრაფიულ რეგიონებს, რომლის კონტროლიც PKK-ს სურს. ამ რეგიონების 80 პროცენტი არაბებია, ზოგიერთში კი თურქმენები ცხოვრობენ. მაშინ, როცა ქურთები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად ეწინააღმდეგება PKK-ს.

თურქეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კოორდინატორის ბრეტ მაკგურკის მიერ და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მფარველობის ქვეშ მოქმედ PKK-ს წინააღმდეგ თურქეთის მხრიდან განხორციელებული საზღვრის მიღმა ოპერაციებმა მათი ეს მზაკვრული მიზნები ჩაშალა. თურქეთი კვლავაც აგრძელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. მას შემდეგ, რაც თურქეთმა ძალიან მკაცრი პოზიცია დაიჭირა ე.წ. საარჩევნო თეატრთან დაკავშირებით და ნათლად გამოხატა მისი პოზიცია აშშ-ს წინააღმდეგ, აღმოჩნდა, რომ PKK-მ უკან დაიხია და აშშ-ს ზეწოლის ქვეშ კიდევ ერთხელ გადადო არჩევნები.

30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სირიაში ჩასატარებელი ყველა არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და ინკლუზიური, როგორც ეს ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს No:2254 რეზოლუციაში. მისივე თქმით, ამ პერიოდისთვის არ არის შესაბამისი პირობები ე.წ. არჩევნების ჩასატარებლად, რის გამოც მისი გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

30 მაისს EFES-2024 წვრთნებზე გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტერორისტული ორგანიზაციის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რეფერენდუმის საბაბით. თურქეთი არასოდეს დაუშვებს შეიქმნას ტერორისტული სახელმწიფო სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით, მის სამხრეთ საზღვრებს მიღმა. ადრე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც  საჭირო იყო. თუ იგივე სიტუაციას შევამჩნევთ, ჩვენ არ მოვერიდებით შესაბამისი ზომების მიღებას“.

ტერორისტული ორგანიზაციის ოცნება სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით

ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ახალი სოციალური კონტრაქტით ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ე.წ. ავტონომიურ ადმინისტრაციას სახელი შეეცვალა და გახდა „ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის დემოკრატიული ავტონომიური ადმინისტრაცია“. ახალი სოციალური კონტრაქტის გამოცხადებით, სირიის დემოკრატიული საბჭოს (SDK) აშშ-ს წარმომადგენლობამ მიაღწია შეთანხმებას აშშ-ში ცნობილ და ეფექტურ ლობისტურ კომპანიასთან, სახელწოდებით „Brownstein Hyatt Farber Schreck“. შეთანხმების პირველი მუხლი არის აშშ-ს მიერ „ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის დემოკრატიული ავტონომიური ადმინისტრაციის“ ოფიციალური აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია, ერთის მხრივ, კონსტიტუციურ საფუძველს უქმნის სირიაში კონსტიტუციის დეკლარაციით რეალურად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს, მეორეს მხრივ, ის ცდილობს მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება აშშ-ს მეშვეობით. მეტიც, ორგანიზაცია არ არის კმაყოფილი ამ ორფეხა სტრუქტურით და გადის არჩევნებს მისი აღიარებისა და ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამ ძალისხმევის გაცნობიერებით, თურქეთი აგრძელებს მტკიცე პოზიციას სირიის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აჩვენებს ძლიერ ნებას ჩაერიოს ყველა სახის პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით.



მსგავსი ინფორმაციები