იცით თუ არა, რომ? 64 - 2023
ბნელი კანიონი

იცით თუ არა რომ? 64-2023
იცით თუ არა, რომ? 64 – 2022-2023
იცითთუ არა, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე კანიონი თურქეთში მდებარეობს?
ბნელი კანიონი, რომელიც მდებარეობს თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ერზინჯანის ქემალიეს რაიონში, მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ბნელი კანიონი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა მსოფლიოში. ერზინჯანის ბნელი კანიონის ქვის გზა, უცხოურ ვებსაიტზე, სადაც გამოქვეყნდა "მსოფლიოში ყველაზე საშიში გზების" ჩამოთვლილი, იგი უფრო საშიშადაა მიჩნეული ვიდრე ჩინეთის გუოლიანგის გვირაბი. ბნელმა კანიონმა, რომელსაც ციცაბო კედლები აქვს 500-600 მეტრამდე, ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ მასში მზის პირდაპირი შუქი ვერ აღწევს. ქებანის კაშხლის აგების შემდეგ წყალმა 80 მეტრამდე აიწია და კანიონი გადაიქცია იმ დიდებულ და საოცარ ადგილად, როგორიც დღეს არის.
ვარაუდობენ, რომ ბნელი კანიონის მშენებლობა 1870 წელს იმდროინდელ რეგიონში მცხოვრებმა ადგილობრივებმა დაიწყეს. 2002 წელს იგი გაფართოვდა სახელმწიფოს მხარდაჭერით და მიაღწია იმ სიგანეს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მანქანებისთვის. ანუ ბნელი კანიონის მშენებლობას ზუსტად 132 წელი დასჭირდა. ფიქრობენ, რომ ბნელი კანიონი პირველად იმ ადამიანებმა გაიყვანეს პრიმიტიული ხელსაწყოებით წლების განმავლობაში, რომლებსაც სურდათ მაღალი მთების გადალახვა და ცხოველების საძოვრებზე წაყვანა.
გვირაბი იწყება მთის წინა მხრიდან და ქვის გვირაბი მთავრდება 7 კმ-ის შემდეგ. ჩანს, რომ ზოგან საჰაერო ხვრელებია გახსნილი. ბნელი კანიონის წყლიანი ნაწილის სიგრძე დაახლოებით 9 კილომეტრია. ბნელი კანიონი თავისი გეოგრაფიული აგებულებით და ბუნებრივი სილამაზით ყოველწლიურად იზიდავს ადრენალინის მოყვარულ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. კანიონში ტარდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა ნავით ტური და კანოე. გარდა ამისა, ერზინჯან ქემალიეს კულტურისა და ბუნების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ქემალიეს რაიონში, იქ სადაც კანიონი მდებარეობს. ბნელი კანიონის გარდა, უაღრესად საინტერესოა რაიონში არსებული ისტორიული შენობებიც, რადგანაც რეგიონს, რომელიც უძველესი დროიდან მრავალ ცივილიზაციას მასპინძლობდა, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს.