გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 63-2023
ესქიშეჰირის სეპიოლიტი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 63-2023
ილქერ თაშქინ
ესქიშეჰირის სეპიოლიტი
რეგისტრაციის თარიღი 07.01.1999
სეპიოლიტი, რომელიც იდენტიფიცირებულია თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ქალაქ ესქიშეჰირთან, 1999 წელს ქალაქის სამრეწველო პალატის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. სეპიოლიტი არის ფოროვანი მინერალის ტიპი, რომელიც ძირითადად თეთრი და იშვიათად მუქი ნაცრისფერია. იგი ადვილად დასამუშავებელია ხელით თავისი სტრუქტურის გამო. განსაკუთრებით გამოიყენება ორნამენტების წარმოებაში წარსულიდან დღემდე. სეპიოლიტი, ძირითადად გამოიყენება მილების, ტრიუკების, ყელსაბამების, სამაჯურების და როზარიების წარმოებაში, რომელიც გადაიქცევა ნახევრად მზა პროდუქტად მთელი რიგი პროცესების გავლის გზით, რათა დადგინდეს მისი ეკონომიკური ღირებულება დამუშავებამდე. 11 სხვადასხვა პროცესის გავლის შემდეგ, ხელოსნების ხელში გადასული, სეპიოლიტი, სასურველ ფორმას ღებულობს. იგი გამოირჩევა, თვალწარმტაცი თეთრი ფერით, ცეცხლგამძლეობით, წყლისა და ნიკოტინის შთანთქმის უნარით.
მსგავსი ინფორმაციები
თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 04-2025
სირიის დელეგაციის ვიზიტი ანკარაში და უახლესი მომავალი სირიაში