იცით თუ არა, რომ? 61 - 2023

ოლიმპიადებზე თურქეთი

2057795
იცით თუ არა, რომ? 61 - 2023

იცით თუ არა რომ? 61-2023

იცით თუ არა, რომ? 61 – 2022-2023

ოლიმპიადებზე თურქეთი

იცითთუ არა, რომ პირველი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც თურქეთის რესპუბლიკა მონაწილეობდა, იყო 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა?

მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიება, ოლიმპიადაში, თურქეთის რესპუბლიკამ ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა პირველად პარიზში 1924 წელს. ახალი თურქული სახელმწიფო ოლიმპიურ თამაშებს კარგ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად თვლიდა მსოფლიოსთვის საკუთარი თავის გაცნობისთვის. განმანთავისუფლებელი ომის შემდეგ სახელმწიფომ, მიუხედავად არასაკმარისი რესურსისა, დიდი მონდომებით პარიზში გაგზავნა 40 სპორტსმენი ფეხბურთის, ჭიდაობის, მძლეოსნობის, ფარიკაობისა და ველო სახეობებში.

თურქი ქალი სპორტსმენები პირველად შეიყვანეს თურქეთის ნაკრებში 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მეორე მსოფლიო ომამდე „ნაციზმის“ იდეოლოგიისა და ადოლფ ჰიტლერის ჩრდილქვეშ ბერლინში გამართულ მე-11 ოლიმპიურ თამაშებშივთურქეთი  მონაწილეობდა 60 სპორტსმენით, რომელთაგან 2 ქალი იყო და იქ მოიპოვა პირველი მედლები ოლიმპიადის ისტორიაში.  ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პოდიუმზე ასული პირველი თურქი სპორტსმენი მერსინელი აჰმედ კირეჩჩი იყო, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს გამარჯვება ოლიმპიური თამაშების ისტორიაში თურქეთისთვის მოტანილი პირველი ოქროს მედალია. მუსტაფა ქემალ ათათურქმა, რომელმაც ეს ამბავი გაიგო, სპორტსმენს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო: "პატარა ხარ, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთე. შენი სახელი თურქული სპორტის ისტორიაში შევიდა. გაგიმარჯოს!"

თურქეთის სპორტის ისტორიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ რესპუბლიკის პირველივე წლებიდან თურქმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიება ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში მონაწილეობას დიდი გავლენა ჰქონდა თურქული სპორტის განვითარებაზე, რომელიც წლების განმავლობაში ომების ჩრდილქვეშ მოექცა.  მუსტაფა ქემალ ათათურქის ლიდერობით დაარსებულმა თურქეთის რესპუბლიკამ აჩვენა, რომ ისევე როგორც სხვა სფეროებში, თანამედროვე სახელმწიფო იყო სპორტისთვის გაწეული მხარდაჭერით.



მსგავსი ინფორმაციები