გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 55-2023
იღდირის ბადრიჯნის ჯემი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 55-2023
ილქერ თაშქინ
იღდირის ბადრიჯნის ჯემი
რეგისტრაციის თარიღი 20.12.2021
თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე სასაზღვრო ქალაქ იღდირს, აქვს უნიკალური მიკროკლიმატი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლიმატური პირობები იძლევა ძალიან განსხვავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოშენების საშუალებას, ბოსტნეულისა და ხილის წარმოების ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა ქალაქ იღდირისთვის უნიკალური გემოს ფორმირება. მათ შორის გახლავთ, „იღდირის ბადრიჯნის ჯემი“. იღდირის ბადრიჯნის ჯემი, 2021 წელს პროვინციის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამმართველოს მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ბადრიჯნის ჯემი არის თაფლისფერი, რომელიც მზადდება 6-12 სმ ბადრიჯნის გამოყენებით. დღისა და ღამის მაღალი ტემპერატურის სხვაობა იწვევს რეგიონში მოყვანილი ბადრიჯნების მცირე ზომებში მომწიფებას და ამ პატარა ბადრიჯნებს იყენებენ ჯემის წარმოებაში. ჯემის დამზადებისას ჯერ პატარა ზომის ბადრიჯნებს კანს აცლიან, ღეროს ნაწილს პლიუსის სახით ავლებენ და შუაში კეთდება პატარა ნახვრეტები. ბადრიჯანი, რომელსაც მთელი ღამე მარილიან წყალში ინახავენ, შემდეგ ცხელ წყალში ადუღებენ 15-20 წუთის განმავლობაში. თაფლისფერი ფერის მიღების შემდეგ ბადრიჯანს ცივ წყალში რეცხავენ სულ მცირე სამჯერ. შემდეგ მოხარშულ ბადრიჯანს დიდ ქვაბში გრანულირებული შაქრით მომზადებულ ცხელ სიროფში ყრიან და დაბალ ცეცხლზე ლიმონის წვენის დამატებით ხარშავენ. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ბადრიჯანი არ შეიწოვს სიროფს. შემდეგ ბადრიჯნებს სათითაოდ ათავსებენ ქილებში, ზემოდან უმატებენ შარბათს და ქილებს მჭიდროდ ხუფავენ.