იცით თუ არა, რომ? 55 - 2023
მარგალიტის კეფალი

იცით თუ არა, რომ? 55 - 2023
იცით თუ არა, რომ? 55 – 2022-2023
მარგალიტის კეფალი
იცით თუ არა, რომ თურქეთი ძალიან მდიდარია თევზის ენდემური სახეობებით?
მიუხედავად იმისა, რომ მას უკავია მსოფლიოს ფართობის ხუთი მეათასედი, მსოფლიოში თევზის სახეობების 2,9% თურქეთში ბინადრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზის სახეობების მიხედვით, თურქეთს აქვს 6-ჯერ მეტი თევზის სახეობრივი სიმდიდრე, ვიდრე მისი წილი მსოფლიოს ფართობში.
თურქეთის ენდემური თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი ბინადრობს ტბებსა და ნაკადულებში დახურულ შიდა აუზებში, რომლებსაც ზოგადად გარე კავშირი არ აქვთ. თურქეთის ყველაზე პოპულარული ენდემური თევზია ვანის მარგალიტის კეფალი. იგი შეგუებულია ვანის ტბის სოდიან წყალს, რომელიც არის დახურული აუზი და ამ რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 15 ათას ტონას იჭერენ. ვანის ტბის ირგვლივ მცხოვრები დაახლოებით 14 ათასი ადამიანი ამ თევზის დაჭერით ირჩენს თავს.
ვანის ტბაში მობინადრე მილიარდობით თევზი ყოველწლიურად არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნის გაზაფხულის გამრავლების მიგრაციის დროს. ვანის ტბის სოდიან წყლებში მობინადრე თევზები აპრილის შუა რიცხვებში ქვირითის დასადებად მიდიან და რთული მოგზაურობის შემდეგ ვანის ტბაში ჩამავალ ნაკადულებში ყრიან ქვირითებს. თევზის ეს ბრძოლა, რომლებიც მტკნარ წყლებში მიედინებიან ფაქტიურად დინების საწინააღმდეგოდ თითქოსდა დაფრენით, მნახველებს ვიზუალურ დღესასწაულს სთავაზობს. თითოეულ მდედრ მარგალიტის კეფალს მუცელში 10 ათასი ქვირითი აქვს, ხოლო ქვირითის დაყრამდე დაჭერილი ყოველი თევზი ნიშნავს 10 ათასი ახალი თევზის განადგურებას. მას შემდეგ, რაც თევზები ქვირითს დებენ, ისინი ტბაში ბრუნდებიან 75 დღიანი მოგზაურობის შემდეგ.
1996 წლიდან მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა მარგალიტის კეფალის დაცვისთვის. ათასობით ადამიანი იკრიბება თევზების მიგრაციის სადამკვირვებლო ზონაში, რომელიც შექმნილ იქნა ამ ენდემურ თევზზე დასაკვირვებლად ერჯის-დელიჩაის თევზის საცავში და აკვირდება მარგალიტის კეფალის მიგრაციას. გარდა ამისა, ერჯიშში ტარდება ვანის მარგალიტის კეფალის მიგრაციის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.