კაპიტნის დღიური 15-2023
ქიზილირმაქის და იეშილირმაქის დელტები

ქიზილირმაქის და იეშილირმაქის დელტები
კაპიტნის დღიური 15-2023
ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ
ქიზილირმაქის და იეშილირმაქის დელტები
ცენტრალურ ანატოლიაში ბრწყინვალე მდინარე მოედინება. ეს მდინარე არის ქიზილირმაქი, რომელიც სახელს სათავეში წითელი ფერის წყლიდან ღებულობს. ყველაზე გრძელია იმ მდინარეთა შორის, რომლებიც სათავეს იღებს თურქეთში და ჩაედინება ზღვაში. ქიზილირმაქი ძალიან დიდ გზას გადის და სამსუნში ჩაედინება ზღვაში. დღეს ჩვენ გავემგზავრებით ქიზილირმაქზე. იმიტომ, რომ გვინდა გაჩვენოთ ქიზილირმაქის მიერ შექმნილი განსხვავებული სამყარო.
ქიზილირმაქის გარშემო ადამიანები ანტიკურ დროიდან დასახლდნენ. მრავალი ცივილიზაცია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში, ცხოვრობს ქიზილირმაქის გარშემო. ერთ-ერთი ცივილიზაციიდან ხეთებმა, დაარქვა სახელი ამ მდინარეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქიზილირმაქის ირგვლივ მრავალი ბორცვი და ნასახლარი ნაშთები გამოვლინდა. ეს ბრწყინვალე მდინარე ცნობილია უძველესი დროიდან დღემდე კლდოვანი სამარხებით, ციხე-სიმაგრეებითა და ხიდებით, რომლებიც მიეკუთვნება სხვადასხვა ცივილიზაციას და სხვადასხვა პერიოდს.
ცივილიზაციები იქმნება წყლის პირას, მაგრამ ეს წყლები და სანაპიროები ხდება სხვა ცოცხალი არსებების ჰაბიტატი. ქიზილირმაქი არის ათასობით ცოცხალი არსების სახლი თავისი აუზით, რომელიც ვრცელდება ძალიან ფართო ტერიტორიაზე. ეს აუზი, რომლის ფართობი 78 ათასი კვადრატული კილომეტრია, სერბეთის ტოლფასია. დღეს ჩვენ წავალთ ქიზილირმაქის დელტაში, თურქეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სისტემაში, რომელიც შედის ამ აუზში. დელტა წარმოიქმნება ქიზილირმაქის მიერ თიხის, ქვიშისა და ნიადაგის ზღვაში ათობით ათასი წლის განმავლობაში ტრანსპორტირების შედეგად. დელტაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჩიტების სამოთხე, არის სხვადასხვა უბნები, როგორიცაა ლერწამი, ჭაობიანი ადგილები, ბევრი დიდი და პატარა ტბა და დატბორილი ტყეები. დელტას ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმონაქმნია ტბებსა და ზღვას შორის მდებარე ქვიშის დიუნები. დიუნები სანაპიროზე გადაჭიმულია ზოლებით და დაახლოებით 3 სართულიანია. თითოეულ ამ სფეროში სხვადასხვა არსებები ცხოვრობს. ჩიტები ამ მხარეში მცხოვრები ცოცხალი და მნიშვნელოვანი არსებები არიან. ქიზილირმაქის დელტა არის თურქეთის ფრინველების დაახლოებით 75%-ის გამრავლების და საცხოვრებელი ადგილი. ეს ტერიტორია ზოგიერთი ფრინველის მუდმივი სახლია, ზოგი კი აქ ასობით კილომეტრის გაფრენით მოდის. დელტა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი და წყლის ფრინველების მიგრაციის სამი მარშრუტიდან ერთ-ერთი მსოფლიოში. ზოგი აქ ისვენებს და გზას აგრძელებს, ზოგი კი ბუდეს აშენებს და ინკუბაციას ახდენს. ამ მახასიათებლების გამო ქიზილირმაქის დელტა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის დროებით სიაში. ახლა კი შევიდეთ ქიზილირმაქის ფრინველთა თავშესაფარში და დავაკვირდეთ სხვადასხვა ფრინველებს, რომელთაგან ზოგი ტბაზე ნადირობს, ზოგი ბუჩქზე ისვენებს.
ჭაობები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემაა თავისი ბიომრავალფეროვნების გამო. გარდა ამისა, ჭაობები დადებითად მოქმედებს კლიმატზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში ისეთ საკითხებში, როგორიცაა თევზაობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ახლა მოდით დავიკავოთ ადგილები ჩვენს იახტა „გეზგინში“ და გავემართოთ სამსუნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჭაობისკენ. ჩვენ მივდივართ იეშილირმაქის დელტაში. იგი, ქიზილირმაქის დელტასავით მნიშვნელოვანი ადგილია. იეშილირმაქის დელტა შეიცავს სხვადასხვა ჰაბიტატებს, როგორიცაა ზღვა, ტბა, ლერწამი, დიუნი და დატბორილი ტყეები. აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ სიმდიდრეს.
შეგიძლიათ მოაწყოთ ფოტო საფარი, ლაშქრობა, ველოსიპედით ტური, ანკესით თევზაობა ან დააკვირდეთ ფრინველებსა და ველურ ბუნებას აქაურ ბუნებრივ ჰაბიტატში.