გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 40-2023

ერზრუმის კუბიკი შაქარი

1996499
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 40-2023

ერზრუმის კუბიკი შაქარი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 40-2023        

ილქერ თაშქინ 

ერზრუმის კუბიკი შაქარი

ქალაქ ერზრუმმა, რომელიც მდებარეობს თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ცნობილია,  შაქრის განსაკუთრებული სახეობით. ერზრუმის კიტლამას (კუბიკი) შაქარი, 2022 წელს ერზრუმის სასაქონლო ბირჟის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ეს შაქარი ქალაქში ჩაის მსმელთა შეუცვლელი ნაწილია. კიტლამას  ნედლეული არის შაქრის ჭარხლისგან წარმოებული თეთრი შაქარი. მას შემდეგ, რაც  შაქრის ჭარხალი დაიყოფა წვრილად მიქსერებში დასაფქვავად, მასზე ხდება წყლის დამატება. დარბილებული მასალა, შემდეგ გადააქვთ სპეციალურ შაქრის ყალიბებში. 25 სანტიმეტრი სიგრძის ნაჭრები შემდეგ ცხვება ღუმელში 250 გრადუსზე 3 საათის განმავლობაში. წარმოების ფაზის შემდეგ ერზრუმის კიტლამას შაქარს აწყობენ ღია კონტეინერებში და ტოვებენ 1 კვირის განმავლობაში დასასვენებლად. ერზურუმის კიტლამას შაქარი შესაბამის პირობებში 2 წელი ინახება. პირადი მოხმარებისთვის შაქარს სპეციალური მაკრატლით ჭრიან 3-5 სმ-ზე. შაქარი უნდა ინახებოდეს შუშის ქილებში.



მსგავსი ინფორმაციები