გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 38-2023
ხის ლურსმნით დაჭედილი ფეხსაცმელი

ხის ლურსმნით დაჭედილი ფეხსაცმელი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 38-2023
ილქერ თაშქინ
თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე, ისტორიულ ქალაქ მალათიის, არაფგირის რაიონმა თავისი სახელი ავთენტური ხელნაკეთი პროდუქტით გაითქვა. ეს პროდუქტი გახლავთ „ხის ლურსმნით დაჭედილი ფეხსაცმელი“. იგი, რაიონის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე 2022 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ეს ხელობა რეგიონში საუკუნეებს ითვლის. ფეხსაცმლის დამზადებისას გარუჯული ძროხის ტყავის ფეხსაცმლის ძირზე ლურსმნის დაჭედვით მზადდება. ფეხსაცმლის დასაჭედად გამოსაყენებელი ლურსმანი, ძირითადად ღუმელში გამხმარი წიფლის, არყის და რცხილნარის ხისგან მზადდება. ეს ლურსმანი 5 მილიმეტრი სიგრძის და ნახევარი მილიმეტრი სისქისაა. აღნიშნული ფეხსაცმელი შეკვეთებით, სურვილისებრ მზადდება.