გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 37-2023

ქასთამონუს ბასტურმა

1987551
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 37-2023

ქასთამონუს ბასტურმა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 37-2023        

ილქერ თაშქინ 

ქასთამონუს ბასტურმა 

თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ქალაქი ქასთამონუ, ცნობილია საკვები პროდუქტით, „ქასთამონუს ბასტურმა“, რომელიც წარმოებულია რეგიონის საძოვრებზე მოყვანილი პირუტყვის ხორცისგან. „ქასთამონუს ბასტურმა“, 2021 წელს ქალაქის ხელოსანთა პალატების განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ქასთამონუს ბასტურმა ამ სფეროში ქალაქების კაისერისა და აფიონქარაჰისარის ყველაზე დიდი კონკურენტია. ქასთამონუს ბასტურმის წარმოებაში იყენებენ, პირუტყვის ზურგის უღონო ხორცს, რომელსაც დიდ ნაჭრებად ჭრიან და ამარილებენ ქვის მარილით და ინახება 3 დღის განმავლობაში. ხორცის ნაჭრები, რომლებიც კარგავენ დიდი რაოდენობით წვენს, ანუ წყალს, შემდეგ რეცხავენ და აშრობენ მზეზე და შემდეგ ცნობილ თაშქოფრუს ნიორით და ფენგრინით აზავებენ. ბასტურმას წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ 2-2,5 წლის პირუტყვის ხორცი. ქასთამონუს ბასტურმა, რომელიც ძირითადად იწარმოება სექტემბერ-აპრილში, აქვს ზომიერად მარილიანი, ოდნავ მჟავე არომატი და გამორჩეული წითელი ფერი.



მსგავსი ინფორმაციები