იცით თუ არა, რომ? 36 – 2023

ალი იარი

1983660
იცით თუ არა, რომ? 36 – 2023

იცით თუ არა, რომ? 36 – 2022-2023

ალი იარი

იცითთუ არა, რომ მსოფლიოში პირველი სამი ავიაინჟინრიდან ერთ-ერთი თურქია?

1885 წელს დაბადებული ალი იარი 1912 წელს გახდა თურქეთის პირველი და მსოფლიოში მესამე ავიაინჟინერი.

ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში ალი იარმა ექვს წელიწადში დაამთავრა გალათასარაის ლიცეუმი, სადაც სწავლის პერიოდი იმ წლებში ათი წელი იყო და 1908 წელს საფრანგეთში სორბონის უნივერსიტეტში გააგზავნეს სასწავლებლად. აქ სწავლის დასრულების შემდეგ ერთ წელიწადში დაამთავრა „აერონავტიკისა და მექანიკური კონსტრუქციის უმაღლესი საინჟინრო სკოლა“, რომელსაც ახლა „L'ecole Nationale Superiuere de L'aeronautinque“ ჰქვია. 1912 წელს ის დაბრუნდა სტამბოლში, როგორც პირველი ავიაინჟინერი და პილოტი თურქეთში და მესამე მსოფლიოში. ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას გალათასარაის ლიცეუმსა და სტამბოლის უნივერსიტეტში. რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგაც განაგრძო მან ეს სამსახური და მათემატიკას ასწავლიდა მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც ასევე ერთი ვადით იყო დეკანი, 1955 წლამდე პენსიაზე გასვლამდე.

თურქეთში მათემატიკური აზროვნების განსავითარებლად ალი იარმა თურქულ ენაზე თარგმნა მრავალი უცხოური ნაშრომი მათემატიკის სხვადასხვა დარგში და უზრუნველყო მათი სწავლება სკოლებში. მან ასევე დაწერა წიგნი ასტრონომიის შესახებ. პროფესორი ალი იარი 80 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები