მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 34-2023

ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლის ბუნებრივი მეთოდები

1979601
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 34-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 34-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლის ბუნებრივი მეთოდები

ქერტლი არის კანის საერთო დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანის ქავილი და აქერცვლა. ქერტლი არ არის გადამდები.

ქერტლის მკურნალობისას გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი და სიმძიმე და სხვა. ქერტლის მწვავე პრობლემების დროს აუცილებელია დერმატოლოგების დახმარება. ზომიერად მძიმე პრობლემების დროს ქერტლის მოსაშორებლად შესაძლებელია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება. თუმცა, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა მოისმინოთ დერმატოლოგის აზრი.

თმის ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლის გზები

• ძალიან მნიშვნელოვანია ქერტლის წინააღმდეგ ცხოვრების წესის შეცვლა.

• ისწავლეთ სტრესის მართვა: სტრესი ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მოიშორეთ შფოთვა და სტრესი სხეულიდან ბრაზის კონტროლით სტრესულ მომენტებში.

• ქერტლის პრობლემაზე მზის სხივების დადებითი ზემოქმედების გამო, შეეცადეთ, რომ თქვენს თავის კანს შესაბამის დროს მზის სხივები მოხვდეს.

• თმა უნდა დაიბანოთ კვირაში 2 ან 3-ჯერ. დაბანიას არ უნდა გამოიყენოთ ცივი ან ცხელი წყალი.

• თმის დაბანისას აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ საპნისა და შამპუნის ნარჩენების მოსაშორებლად.

• არ გამოიყენოთ ისეთი პროდუცია, როგორიცაა თმის სპრეი, გელები, თმის მუსი და სხვა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის კანის ძალიან გაცხიმიანება. მოერიდეთ ქიმიური შემცველობის ამ პროდუქტების გამოყენებას.

• ინტენსიური ქერტლის პერიოდში აუცილებელია თავი აარიდოთ ისეთ პროცედურებს, რომლებიც აშრობენ კანს.

• იკვებეთ ჯანსაღად: თუთიითა და B ვიტამინებით მდიდარი საკვების არ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი. თუთიითა და B ვიტამინებით მდიდარი კვება ხელს უშლის ქერტლს. ვიტამინების A, B და თუთიის მიღების გაზრდა ძალიან ეფექტურია ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ქერტლის თავიდან ასაცილებლად.

• ქერტლის მოშორების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების გამოყენებაა. თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი თავის კანი, ყოველდღიური შამპუნი ხელს უშლის ქერტლს.

• ქერტლის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სებორეული დერმატიტი ან ქერტლის მსგავსი კანის სხვა დაავადება. სპეციალისტ დერმატოლოგებს შეუძლიათ დაავადების დიაგნოსტიკა თმისა და თავის კანის დათვალიერებით.

ბუნებრივი საშუალებები:

ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი შამპუნი

ქერტლის განმეორებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უპირატესობა მიანიჭეთ პილინგის ეფექტის მქონე შამპუნებს, რომლებიც აბალანსებს ცხიმს თავის კანზე. თუ ქერტლის პრობლემა გამოწვეულია თავის კანის ზედმეტი სიმშრალით, აუცილებელია გამოიყენოთ პარაბენის გარეშე შამპუნები.

ორგანული ვაშლის ძმარი

ორგანული ვაშლის ძმარი, ქერტლის სამკურნალო ერთ-ერთი ბუნებრივი მეთოდია. თასი აავსეთ წყლით და შეურიეთ ვაშლის ძმარი. აბაზანიდან გამოსვლამდე  თმებზე ეს წყალი გადაივლეთ.

ნატურალური ეთერზეთები

ქერტლის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი გზაა შამპუნში ბუნებრივი არომათერაპიული ეთერზეთების დამატება.

სამედიცინო პიტნის ეთერზეთი: 20 წვეთი სამედიცინო პიტნის ეთერზეთი დაამატეთ შამპუნში, რომელსაც ყოველთვის იყენებთ. ამ შამპუნის გამოყენების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ქერტლი შეიძლება გაქრეს.

ჩაის ხის ეთერზეთი: დადასტურებულია, რომ ჩაის ხის ეთერზეთს აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც დაგეხმარებათ ქერტლის სიმპტომების შემსუბუქებაში. ჩაის ხის ეთერზეთი ეფექტურია სოკოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი.

მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის ჩაის ხის ეთერზეთმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ამიტომ, სანამ პირდაპირ კანზე წაისვავთ ის უნდა განზავდეს ქოქოსის მგავსი გადამზიდი ზეთით.

ქოქოსის ზეთი: ქოქოსის ზეთი ებრძვის მიკრობულ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქერტლი. მისი დამატენიანებელი თვისება ზრდის კანის ტენიანობას და ამცირებს ეგზემისა და ქერტლის სიმპტომებს.

ალოე ვერა: ალოე ვერას აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ალოე ვერა ამ თვისებებით შეიძლება კარგი იყოს ქერტლის წინააღმდეგ.

ასევე სასარგებლოა მასაჟი ყვავილების ზეთებით თავის კანის დასატენიანებლად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ნახარში, რათა თმის ძირებმა დაიბრუნონ ბუნებრივი ტენიანობა.

პრობიოტიკების მიღების გაზრდა

დადასტურებულია, რომ პრობიოტიკების მიღება ამცირებს ზომიერ და მძიმე ქერტლს. დადგენილია, რომ პრობიოტიკები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ქერტლის წარმოქმნას.

ომეგა-3-ის მიღების გაზრდა

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. ხელს უწყობს კანის ცხიმის გამომუშავებას და ატენიანებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი სიმპტომები, მათ შორის მშრალი თმა, მშრალი კანი და ქერტლიც კი.

ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, კალმახი და სკუმბრია, ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ თევზის ზეთის დანამატი ან გაზარდოთ ომეგა 3-ით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა სელის თესლი, ჩიას თესლი და ნიგოზი.

საცხობი სოდა ან ცომის გამაფხვიერებელი

ქერტლის მოშორების ერთ-ერთი პრაქტიკული მეთოდია მცირე რაოდენობით საცხობი სოდის ან გამაფხვიერებლის თავის კანზე შეზელა. შეგიძლიათ სველ თმაზე დაიყაროთ მცირე რაოდენობით სოდა ან გამაფხვიერებელი და შეიზილოთ თითის მოძრაობებით და დაიბანოთ თმა.

 



მსგავსი ინფორმაციები