იცით თუ არა, რომ? 34 - 2023

თურქებისა და ანზაკების მეგობრობა

1979593
იცით თუ არა, რომ? 34 - 2023

იცით თუ არა, რომ? 34 – 2022-2023

თურქებისა და ანზაკების მეგობრობა

იცით თუ არა, რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სისხლიანმა ომმა დიდი მეგობრობა შექმნა?

პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩანაქქალეს ფრონტი, იყო ბრძოლის ველი, სადაც ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ბრძოლები გაიმართა. აქ კვადრატულ მეტრზე ექვსი ათასი ტყვია დაეცა და სულ 500 000 ადამიანი დაიღუპა. ჩანაქქალეს მიწაზე ერთად დაკრძალეს ჯარისკაცები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ.

მოკავშირეთა ძალებს შორის იყვნენ ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი ანუ ანზაკი ჯარისკაცები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები შორეულ ქვეყნებში ბრიტანეთის არმიაში საბრძოლველად. ანზაკი და თურქი ჯარისკაცები ერთმანეთს ბრძოლის ველზე მხოლოდ არ ებრძოდნენ. მაშინ, როდესაც შეტაკებები არ იყო მათ ერთმანეთის პატივისცემით განავითარეს ადამიანური ურთიერთობები და მეგობრობა. ჯარისკაცებს, რომლებიც სანგრებიდან გამოდიოდნენ სარეცხის გასარეცხად და გასაშრობად ჩამოსაკიდებლად, ერთმანეთის მიმართ სროლა არც უფიქრიათ. სანგრებიდან ერთმანეთს სიგარეტს, შოკოლადს, ქიშმიშს, ლეღვის ჩირს და საჩუქრებს უგზავნიდნენ.

როდესაც ომი დასრულდა, ანზაკის არმიის მეთაურმა, გენერალმა გოდლიმ დატოვა შეტყობინება, რომელშიც ოსმალეთის ძალებს სთხოვდა პატივი ეცათ ანზაკების საფლავებისთვის. სინამდვილეში, ასეთი გზავნილი საჭირო არ იყო, რადგან თურქები ომში დაღუპულ ყველა ჯარისკაცს ისე უვლიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს. ყურეს, სადაც ანზაკი ჯარისკაცები გადმოვიდნენ, "ანზაკის ყურე" ეწოდა დაღუპულ ჯარისკაცების პატივსაცემად, ხოლო 25 აპრილი, რომელიც 1915 წელს გალიბოლუში ხმელეთზე გასვლის წლისთავია, "ანზაკის დღედ" იქნა მიღებული.

მუსტაფა ქემალ ათათურქის გზავნილი "მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში", რომელიც 1934 წელს ანზაკების ხსოვნის ცერემონიისთვის გაავრცელა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო: „გმირები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ამ ქვეყნის მიწაზე! აქ მეგობარი სამშობლოს მიწაზე ხარტ. იძინეთ მშვიდად. თქვენ და მეჰმედჩიკები გვერდიგვერდ ხართ. დედებო, რომლებმაც შვილები შორეული ქვეყნებიდან გამოაგზავნეს! შეიმშრალეთ ცრემლები. თქვენი შვილები ჩვენს წიაღში არიან, მშვიდად არიან და მშვიდად განისვენებენ. მას შემდეგ, რაც ამ მიწაზე სიცოცხლე გაწირეს, ისინი ჩვენი შვილები გახდნენ“.

ასობით თურქი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი იკრიბება გელიბოლუს ხსოვნის ცერემონიებზე, სადაც მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი მათი ხსოვნისთვის, ვინც დაიღუპა, ლოცულობენ და სურვილებს გამოთქვამენ მსოფლიო მშვიდობისთვის.  სწორედ ამიტომ, ჩანაქქალე ითვლება ადგილად, სადაც მსოფლიოს აჩვენეს როგორც დიდი ომი ასევე დიდი მეგობრობა და ადამიანობა.



მსგავსი ინფორმაციები