გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 31-2023
ვაქფიქებირის პური

ვაქფიქებირის პური
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 31-2023
ილქერ თაშქინ
ვაქფიქებირის პური
„ვაქფიქებირის პური“, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე, ტრაპიზონის ვაქფიკებირის რაიონის სახელით არის ცნობილი, არის საკვები, რომელიც რეგიონის მაღალმთიანი კულტურის შედეგია და ცნობილია თავისი ხანგრძლივობით. პური, 2018 წელს ვაქფიქებირის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ქვის ღუმელში გამომცხვარი პური, 3-4 დღის განმავლობაში ინარჩუნებს თავის იერსახეს, გაფუჭების გარეშე. დროთა განმავლობაში ვაქფიქებირის პური გახდა პოპულარული პურის სახეობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ თურქეთში. ვაქფიქებირის პურის ყველაზე გამორჩეული თვისება, მისი არომატული გემო და დიდხანს გამძლეობა გახლავთ. მისი ცომის დამზადებისას, საფუარის გარდა, გამოიყენება ფქვილი, რომელიც მინიმუმ 15 დღეა გაჩერებული, მარილი და წყალი დაბალი სიმკვრივით, ცომში არ არის შერეული კონსერვანტები და ქიმიკატები. პურს ნელ-ნელა აცხობენ ქვის წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, შეშის ცეცხლზე. ვაქფიქებირის პურის შენახვა შესაძლებელია 5-დან 15 დღემდე, შესაფერის პირობებში.